TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

m-t-a Georgia ქართული
Posted Jul 16, 2026 12h ago apply by Jul 26, 2026

Job description

შპს "ემ თი ეი" აცხადებს ვაკანსიას სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "ემ თი ეი" 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მმართველობაშია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სასრიალო არეალები და საბაგირო ინფრასტრუქტურა. შპს "ემ თი ეი" მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და პოზიტიური კორპორატიული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ: ** კორპორატიულ სატელეფონო ბალანსს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** სეზონურ სასრიალო აბონემენტს (ოთხი კურორტი); ** თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს. სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #70, მესამე სართული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი (14:00-15:00) სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათი) ანაზღაურება: დარიცხული 6000 ლარი ფუნქცია-მოვალეობები: ** სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელობა; ** დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილება კომპეტენციის მიხედვით და შესრულებული სამუშაოების კონტროლი; ** კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის თანამშრომელთა დისციპლინისა და კომპანიის შიდა პოლიტიკის დოკუმენტების დაცვისა და შესრულების კონტროლი; ** სამსახურის თანამშრომელთა წახალისების, დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ დეპარტამენტის უფროსის ან კურატორი მოადგილისადმი წინადადებების წარდგენა; ** კომპანიაში მოქმედი რეგულაციების/წესების (შინაგანაწესი, დებულება, ეთიკის კოდექსი და სხვა) შემუშავება კომპანიის სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად; ** კომპანიაში არსებული მუდმივმოქმედი ან/და დროებითი კომისიების შექმნასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში ამ კომისიებში სამსახურის მონაწილეობის უზრუნველყოფა; ** მთავრობის განკარგულებებისა და დადგენილებების პროექტების მომზადება და მათი უფლებამოსილ პირებთან წარდგენა ინიცირებისთვის; ** კომპანიის საწესდებო კაპიტალთან და კორპორაციული მართვის საკითხებთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხების წარმართვა; ** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ზოგად სამართლებრივ საკითხებზე დასკვნების, განმარტებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ** კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისთვის ზოგადი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა; ** სამსახურის თანამშრომელთა მიერ მომზადებული კორესპონდენციის ვიზირება; ** კანონმდებლობის ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ** დირექტორისა და კურატორი მოადგილის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე ამომწურავი პასუხის მომზადების უზრუნველყოფა და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებლობა; ** კომპეტენციის ფარგლებში დირექტორისა და კურატორი მოადგილის მიერ დაკისრებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება - იურისტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ** იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; ** სასურველია კორპორაციული ან საჯარო სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა; ** სავალდებულოა MS Office: Word, Excel, PowerPoint, Outlook-ის ცოდნა; ** სავალდებულოა საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა შერჩევის ეტაპები: ** რეზიუმეების გადარჩევა; ** ინდივიდუალური გასაუბრება. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე [email protected] არაუგვიანეს 2026 წლის 26 ივლისისა . დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. "საქართველოს კანონის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" გათვალისწინებით, მიღებული აპლიკაციები კომპანიის ბაზაში შეინახება 6 თვის განმავლობაში სამომავლო ვაკანსიასთან კანდიდატურების შესაბამისობის განხილვის მიზნით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია წაიშლება კომპანიის ბაზიდან.