სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
Job description
საქართველოს ფოსტა ქვეყნის უმსხვილესი საფოსტო ორგანიზაციაა, რომელიც მომხმარებლებს სერვისების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს. დღეს ჩვენ 80-ზე მეტი სერვისცენტრითა და 1500-ზე მეტი თანამშრომლით ყოველდღიურად ვაკავშირებთ ადამიანებს მსოფლიოს მასშტაბით და ვცდილობთ შევქმნათ საუკეთესო საფოსტო გამოცდილება. გვჯერა, რომ ჩვენი მთავარი ძალა ადამიანები არიან. სწორედ ამიტომ ვქმნით გარემოს, სადაც პროფესიული განვითარება, თანამშრომლობა და ახალი შესაძლებლობები ყოველდღიური კულტურის ნაწილია. ძირითადი ფუნქციები: · სამსახურის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა; · კომპანიის სამართლებრივი აქტების, დოკუმენტებისა და დასკვნების პროექტების მომზადებისა და სამართლებრივი ექსპერტიზის კოორდინაცია; · ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მემორანდუმებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, შემოწმება და ვიზირება; · კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისთვის სამართლებრივი კონსულტაციისა და მხარდაჭერის გაწევა; · კომპანიის გადაწყვეტილებების სამართლებრივი რისკების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; · საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის შიდა სამართლებრივი აქტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; · კომპანიის უცხოურ წარმომადგენლობებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების კოორდინაცია; · დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის სამუშაოს განაწილება, მათი საქმიანობის მონიტორინგი, შეფასება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; · შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: · უმაღლესი იურიდიული განათლება; · იურისტად მუშაობის არანაკლებ ოთხწლიანი გამოცდილება; · გუნდის მართვის გამოცდილება; · სახელშეკრულებო სამართლის ცოდნა; · სახელშეკრულებო სამართლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; · ინგლისურ ენაზე ხელშეკრულებების შემუშავების გამოცდილება; · MS Office-ის პროგრამების ცოდნა. · ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე (Upper-Intermediate). პროფესიული უნარები: · გუნდის მართვისა უნარი; · სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; · ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი; · გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია; · დეტალებზე ორიენტირებულობა; · პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; თუ მზად ხარ განვითარდე, გაიზიარო ჩვენი ღირებულებები და გახდე ქვეყნის მთავარი საფოსტო ოპერატორის გუნდის წევრი შემოგვიერთდი და შექმენი შენი წარმატებული მომავალი საქართველოს ფოსტასთან ერთად.