სამედიცინო დირექტორი
Job description
სს „სადაზღვევო კომპანია ალფა“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დირექტორის პოზიციაზე პოზიციის მთავარი მიზანია სამედიცინო დაზღვევის მიმართულების კლინიკური და ბიზნეს-პროცესების სტრატეგიულ დონეზე მართვა, სამედიცინო პოლიტიკებისა და სტანდარტების განვითარება, რისკებისა და ზარალიანობის კონტროლი, მომსახურების ხარისხის ზედამხედველობა და პროვაიდერებთან ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი სამედიცინო განათლება; მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება კლინიკურ პრაქტიკაში, სამედიცინო მენეჯმენტში, სადაზღვევო სექტორში ან შესაბამის სფეროში; მინიმუმ 2-წლიანი მენეჯერული გამოცდილება; სამედიცინო დაზღვევის პროდუქტების, პროცესების, ბაზრისა და შესაბამისი რეგულაციების ცოდნა; პროფესიული ეთიკის სტანდარტების ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; ანდერაითინგის, რისკების შეფასების, ანაზღაურებების/პრეტენზიების მართვისა და ფინანსური მაჩვენებლების ანალიზის უნარი; MS Office-ის კარგი ცოდნა; ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ფლობა; რეგულაციებთან, შიდა კონტროლისა და შესაბამისობის მოთხოვნებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: სამედიცინო დაზღვევის მიმართულების სტრატეგიის, კლინიკური ხედვისა და განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი განხორციელების ხელმძღვანელობა; სამედიცინო დაზღვევის პროდუქტების, სამედიცინო პოლიტიკების, კლინიკური კრიტერიუმებისა და ანდერაითინგის სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი პერიოდული გადახედვა; სამედიცინო ანდერაითინგის, ანაზღაურებების/პრეტენზიების, გაყიდვების, ანალიტიკისა და საოპერაციო გუნდებთან კოორდინაცია, რათა სამედიცინო გადაწყვეტილებები შეესაბამებოდეს ბიზნეს-მიზნებსა და ხარისხის სტანდარტებს; კლინიკებთან, საავადმყოფოებთან და სხვა პროვაიდერებთან სტრატეგიული ურთიერთობების მართვა, მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და პროვაიდერული ქსელის განვითარების მხარდაჭერა; პორტფელის, ზარალიანობის, ხარჯთეფექტიანობის, უტილიზაციის ტენდენციებისა და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; რთული, მაღალი ღირებულების ან სადავო შემთხვევების კლინიკურ განხილვაში მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო ექსპერტიზის მიწოდება; შიდა პოლიტიკებთან, პროცედურებთან, ეთიკურ სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; სამედიცინო მომსახურების ხარისხის, უტილიზაციისა და კლინიკური გადაწყვეტილებების მონიტორინგი, საჭირო გაუმჯობესებების ინიცირება და შესაბამისი სამოქმედო გეგმების მხარდაჭერა; დაქვემდებარებული გუნდის მართვა, თანამშრომლების განვითარება, შესრულების შეფასება და მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშგების მომზადება. ძირითადი უნარ-ჩვევები: სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება; ლიდერობა და გუნდის მართვის უნარი; ეფექტური კომუნიკაცია, მოლაპარაკება და სტეიკჰოლდერების მართვა; მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი; შედეგებზე ორიენტირებულობა და ცვლილებების მართვა; კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა და მაღალი ეთიკური სტანდარტი. ვაკანსიის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://alpha.selfrecruit.ge/s/AcuPW