სამედიცინო მარაგების აღრიცხვისა და კონტროლის სპეციალისტი
Job description
"ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მარაგების აღრიცხვისა და კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე. ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბედიას ქ. 33 სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (შაბათ-კვირის გარდა); ანაზღაურება: - 1200 ლარი (ხელზე ასაღები); ძირითადი ფუნქციეები: კლინიკაში არსებული მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების აღწერა, მონიტორინგი; კლინიკაში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების ვადების კონტროლი; ყოველდღიური შედეგების ანალიზი საქმიანობასთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი ან საშუალო სამედიცინო/ფარმაცევტული განათლება, ჯანდაცვის მენეჯმენტის ბაკალავრი; კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office) სამუშაო გამოცდილება: ფარმაცევტად ან ექთნად მუშაობის გამოცდილება; იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. უნარ-ჩვევები: ანალიტიკური აზროვნების უნარი; სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; მოტივირებული და ორგანიზებული; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე. გისურვებთ წარმატებას! ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/gUz9PAq