სამედიცინო მიმართულების დირექტორი
Job description
სადაზღვევო ბროკერი ჯი ეს (საერთაშორისო საბროკეროს უილის თაუერს უოთსონი-ს წარმომადგენლობა საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მიმართულების დირექტორი ს თანამდებობაზე. ვეძებთ, კანდიდატს რომელიც დაინტერესებულია სადაზღვევო სფეროში გრძელადიანი პროფესიული განვითარებით. სამუშაო აღწერილობა: სამედიცინო მიმართულების დირექტორი პასუხისმგებელია სამედიცინო დაზღვევის პორტფელის მართვაზე, სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობებზე, კორპორატიული კლიენტებისთვის სამედიცინო პროგრამების შემუშავებაზე, გუნდის მართვასა და ბიზნესის განვითარებაზე. ძირითადი მოვალეობები სამედიცინო დაზღვევის მიმართულების სტრატეგიული და ოპერაციული მართვა; სამედიცინო დაზღვევის პროდუქტებისა და პროგრამების შემუშავება და გაუმჯობესება; სადაზღვევო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება; კორპორატიული კლიენტებისთვის შეთავაზებების მომზადება და პრეზენტაცია; ტენდერებში მონაწილეობის კოორდინაცია; კლიენტებისათვის დაზღვევის პირობების, გამონაკლისებისა და დაფარვების დეტალური განმარტება; პრეტენზიებისა და კომპლექსური შემთხვევების მართვა; კომპანიის წარდგენა სხვადასხვა მაღალი რგოლის შეხვედრებზე გრძელვადიანი ურთიერთობის აწყობა სხვადასხვა პარტნიორებთან კლიენტების კმაყოფილებაზე ზრუნვა და მთელი წლის განმავლობაში მათი სერვისის მონიტორინგი დეპარტამენტის თანამშრომლების მართვა, განვითარება და შედეგების შეფასება; ბაზრის ტენდენციების, ახალი პროდუქტებისა და რეგულაციების მონიტორინგი. ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება, უპირატესობა მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების, ჯანდაცვის მენეჯმენტის ან სამედიცინო მიმართულებებს. სადაზღვევო მომსახურების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა. (აუცილებელი მოთხოვნა) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა. კორპორატიული სამედიცინო დაზღვევის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; მოლაპარაკებების წარმოების და პრეზენტაციების ჩატარების უნარი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი; ბენეფიტები სადაზღვევო ბროკერი ჯი ეს საქართველოში 2011 წელს დაარსდა და ერთ-ერთ წამყვან სადაზღვევო ბროკერს წარმოადგენს. ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ ხელფასს და საბონუსე სქემას ჯანმრთელობის, სიცოცხლის, უბედური შემთხვევისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევას სადაზღვევო გამოცდების (CII) დაფინანსებას პროფესიული განვითარების შესაძლებლობას გუნდურ და დინამიურ გარემოს დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] CV-ების მიღება მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. განაცხადები განიხილება შემოსვლისთანავე და ვაკანსია დაიხურება შესაბამისი კანდიდატის შერჩევისთანავე.