სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერი
Job description
სს " სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში. სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი ( www.gpih.ge ) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის ( www.vig.com ) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს. გრაფიკი: სრული და ნახევარი განაკვეთი სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15 ანაზღაურების სისტემა: სისტემა იცვლება კომპანიაში სამუშაო გამოცდილების შესაბამისად და ითვალისწინებს ფიქსირებულ ანაზღაურებას და წლიურ ბონუსს. ფიქსირებული დარიცხული (Gross) ანაზღაურება (სრული გრაფიკი): 1250 ლარი (0-დან 6 თვემდე გამოცდილება) 1500 ლარი (6-დან 12 თვემდე გამოცდილება) 1750 ლარი (12-დან 24 თვემდე გამოცდილება) 2000 ლარი (24 თვე და მეტი გამოცდილება) ფიქსირებული დარიცხული (Gross) ანაზღაურება (ნახევარი განაკვეთი): 750 ლარი (0-დან 3 თვემდე გამოცდილება) 1000 ლარი (3 თვე და მეტი გამოცდილება) პასუხისმგებლობები: კლიენტისთვის სამედიცინო მომსახურებების ორგანიზება და პროცესის სრულად მხარდაჭერა; სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული გარე სატელეფონო ზარების მიღება; კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდება ზარის შინაარსიდან გამომდინარე; კლიენტისთვის ვიზიტის დაგეგმვა პერსონალურ ექიმთან ან შესაბამის სპეციალისტთან და შესაბამისი მიმართვის გაცემა დაზღვევის კონტრაქტის პირობების დაცვით; გადაუდებელ შემთხვევებში კლიენტის გადამისამართება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში საჭიროებისამებრ და პროცესის მართვა შემთხვევის დასრულებამდე; კლიენტებთან გარე გამავალი ზარების განხორციელება; კლიენტთა მომსახურება კომპანიის სხვა საკომუნიკაციო არხების (მაგ. FB ჩათი) მეშვეობით; კომპანიის სადაზღვევო პროგრამასთან მუშაობა ინფორმაციის მოძიებისა და აღრიცხვის მიზნით; სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად. მოთხოვნები: უმაღლესი სამედიცინო განათლება ან სტუდენტი (მედიცინა, სტომატოლოგია, ჯანდაცვა, ფარმაცია და სხვა მომიჯნავე სპეციალობები); ქართული და ინგლისური/რუსული ენების ფლობა (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზეპირი კომუნიკაციის უნარი); სამედიცინო ან/და სადაზღვევო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/gysiubh კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/