სამედიცინო შემთხვევების კოორდინატორი
Job description
" დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი " აცხადებს სამედიცინო შემთხვევების კოორდინატორის ვაკანსიას ქ. ქუთაისში . სამუშაოს ადგილმდებარეობა: დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი, ივ. ჯავახიშვილის ქ. #83ა სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე ძირითადი მოვალეობები: ** პაციენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; ** სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის სისრულის და სიზუსტის უზრუნველყოფა; ** ბილინგის პროგრამულ უზრუნველყოფაში სამედიცინო შემთხვევების დროული და სრულყოფილი ასახვის უზრუნველყოფა; ** პაციენტთა ისტორიის დამუშავება როგორც პროგრამულად, ასევე დოკუმენტობრივად; ** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მონაცემების შეყვანა და დამუშავება მოთხოვნისამებრ; ** კლინიკაში შემოსული პაციენტის/მეურვის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებულ რიგ ადმინისტრაციულ და ფინანსურ საკითხებში; ** პაციენტთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მართვა; ** შემოსულ სატელეფონო ზარებზე რეაგირება, გადამისამართება ადრესატებთან და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება; ** საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების წარმოება მოთხოვნისამებრ; ** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც; ** უპირატესობა მიენიჭება ჯანდაცვის მართვის ან სამედიცინო მიმართულებით უმაღლეს განათლებას; ** აუცილებელია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში ადმინისტრირების მიმართულებით; ** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა. პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კომუნიკაბელურობა. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 04 სექტემბერი, 2026 დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგზავნეთ მითითებულ ელ. ფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რათა შესაბამის ვაკანსიაზე განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. "დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. 1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში; 2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი. 3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ვიანის (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ვიანის შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი). 4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში. 5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. 6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.