TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სამედიცინო წარმომადგენელი

სამედიცინო წარმომადგენელი

ამაქსა Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 29, 2026

Job description

ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია "ამაქსა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში. პოზიციის აღწერა: სამედიცინო წარმომადგენელი პასუხისმგებელია კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაციასა და გაყიდვებზე სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში. როლი მოითხოვს აქტიურ კომუნიკაციას, ბაზრის ანალიზს და მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობას. მოვალეობები: ** სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება განსაზღვრული განრიგის მიხედვით; ** კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება დადგენილი სტანდარტების დაცვით; ** პროდუქციის გაყიდვების მართვა განსაზღვრული გეგმის შესაბამისად; ** კლიენტების ლოიალობის გაზრდა და შენარჩუნება; ** სამომხმარებლო ბაზრის პოტენციალის შეფასება, ტენდენციების ანალიზი და ბაზრის მონიტორინგი; ** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა; ** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება; ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, გინეკოლოგიის მიმართულებით; ** საოფისე პროგრამების (MS Office) მომხმარებლის დონეზე ფლობა; ** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა; ** საკუთარი ავტომობილი. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას და ბონუს სისტემას; ** ავტომობილის, საწვავის და საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას; ** პროფესიულ განვითარებასა და ტრენინგებს; ** მეგობრულ სამუშაო გარემოს. სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში ხუთი დღე; უნარ-ჩვევები: ** ავტონომიურად მუშაობის უნარი; ** პრეზენტაციისა და გაყიდვის უნარი; ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მოლაპარაკების ეფექტური უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დროის მართვის უნარი და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.