სამედიცინო წარმომადგენელი
Job description
ჩვენ ვართ ერთ-ერთი წამყვანი გენერიული ფარმაცევტული კომპანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში და ჩვენი საქმიანობა მოიცავს ფარმაცევტული ღირებულების ჯაჭვის ყველა რგოლს. დსს ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: კონკრეტული ტერიტორიის მართვა კომპანიის სტრატეგიის, ღირებულებებისა და ტერიტორიული ბიზნესგეგმის შესაბამისად; რეგულარული ვიზიტების განხორციელება ექიმებთან, ფარმაცევტებთან და სხვა სამედიცინო სფეროს მუშაკებთან, მათი საჭიროებების გამოვლენა და კომპანიის პროდუქტების ეფექტური წარდგენა; გრძელვადიანი, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბება ჯანდაცვის სფეროს მუშაკებთან და სამეცნიერო-სამედიცინო ინფორმაციის ეთიკური და ზუსტი მიწოდება; კომპანიის პროდუქტების, თერაპიული მიმართულებებისა და კონკურენტული გარემოს მუდმივი ანალიზი, ბრენდის ძირითადი გზავნილების ეფექტური კომუნიკაცია და საქმიანობის შედეგების გაუმჯობესება; ვიზიტების, შეხვედრებისა და აქტივობების დაგეგმვა, CRM სისტემაში მონაცემების დროული აღრიცხვა და რეგულარული ანგარიშების მომზადება; საქმიანობის განხორციელება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სამედიცინო, ფარმაციის ან ბიოლოგიის მიმართულებით); სამედიცინო წარმომადგენლის ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და ურთიერთობების დამყარების უნარი; ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი; კომპანიის ეთიკური სტანდარტების დაცვა; Microsoft Office-ის პროგრამების (Excel, Word, PowerPoint) ცოდნა; ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ ანაზღაურებას და კვარტალურ ბონუსს; კომპანიის ავტომობილს და საწვავს სამსახურებრივი სარგებლობისთვის; პროფესიული განვითარებისათვის საჭირო ტრენინგებს; კომპანიის მობილურ ტელეფონს (საჭიროების შემთხვევაში), სასაუბრო დროსა და პლანშეტს; პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას. გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ CV ინგლისურ და ქართულ ენებზე ფოტოსურათით, ქვემოთ მოცემულ ბმულზე დაწკაპუნებით: https://jobs.servier.com/egis/job/Tbilisi-Medical-Representative/1360077755/ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება შემდგომი გასაუბრებისთვის. ჩვენი მისიაა ვემსახუროთ ადამიანებს მთელი ჩვენი ცოდნით და ვუზრუნველყოთ მათი ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრება.