TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სამედიცინო წარმომადგენელი

სამედიცინო წარმომადგენელი

Posted Jul 22, 2026 1 day ago apply by Aug 22, 2026

Job description

ფარმაცევტული კომპანია "ასფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მოწყობილობების მიმართულებით და ეძებს პასუხისმგებლობიან, მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს, პოზიციაზე: სამედიცინო წარმომადგენელი (სამედიცინო მოწყობილობების მიმართულებით) . ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება; ** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება; ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება; ** სასურველია უცხო ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** სამედიცინო მოწყობილობების ტექნიკური და ფუნქციური მახასიათებლების გაცნობა კლიენტებისთვის; ** სამედიცინო დაწესებულებებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია; ** შეკვეთების მართვა და გაყიდვების პროცესის მხარდაჭერა; ** ბაზრის ანალიზი და ახალი შესაძლებლობების მოძიება. უნარები/პიროვნული თვისებები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობა; ** პუნქტუალურობა და მაღალი ორგანიზებულობა სამუშაო პროცესში; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV (ავტობიოგრაფია), ფოტოსურათი (3X4) და დიპლომის ასლი შემდეგ მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 2026 წლის 28 აგვისტოსი . გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის და რეგიონის დასახელება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ CV ფოტოსურათის გარეშე არ იქნება განხილული.