TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერი

სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერი

Posted Jul 17, 2026 1 day ago apply by Aug 15, 2026

Job description

“საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი” აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე,თბილისში. „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2017 წლიდან. დეტალური ინფორმაცია იხილეთ საიტზე: https://igg.ge/ ძირითადი მოვალეობები: უფლებამოსილების ფარგლებში სადაზღვევო ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და ასანაზღაურებელი თანხის გაცემა; მიმართვების გამოწერა პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებებისათვის; დაზღვეულთა დეტალური კონსულტირება; კლიენტების არსებული მოთხოვნებისა და პასუხების რეგისტრაცია და პროგრამული ასახვა; დაზღვეულთა საბუთების მიღება, რეგისტრაცია და დაზღვეულთათვის გადაწყვეტილებების გაცნობა; სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად. მოთხოვნები: უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით. მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. MS Office პროგრამების ცოდნა პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი. გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 1400 ლარი + ბონუსი (შესრულების ინდიკატორების მიხედვით) დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: [email protected] წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერი “), სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.