TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სამეგრელოს წარმომადგენლობის მძღოლ-ინკასატორი

სამეგრელოს წარმომადგენლობის მძღოლ-ინკასატორი

PayBox ზუგდიდი ქართული
Posted Aug 06, 2026 20h ago apply by Sep 04, 2026

Job description

სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს PayBox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8000 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000-მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. PayBox აცხადებს ვაკანსიას სამეგრელოს წარმომადგენლობის მძღოლ-ინკასატორი ს პოზიციაზე. სამუშაო ოფისი: ქ. ზუგდიდი გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-18:00 საათი, შაბათი - 10:00 - 15:00 საათი; რას გააკეთებ: გააინკასირებ სწრაფი გადახდის / თვითმომსახურების ტერმინალებს; სალაროში წარადგენ ინკასირებულ თანხას; პიროვნული უნარები: ორგანიზებულობა; პასუხისმგებლიანობა; დეტალების მიმართ ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას; ყოველთვიურ ბონუსს (200 ლარამდე); ანაზღაურება-1150 ლარი (ბონუსის გარეშე). დამატებითი მოთხოვნები: უძრავი ან მოძრავი ქონებით, ან თავდებით უზრუნველყოფა (უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შემთხვევაში დამატებით 100 ლარი); ავტომობილის ფლობა. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/NXbKT4Kc