TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სამეურნეო ინფრასტრუქტურის ზედამხედველი - ლოგისტიკის განყოფილება

სამეურნეო ინფრასტრუქტურის ზედამხედველი - ლოგისტიკის განყოფილება

TBC Georgia
Posted Aug 05, 2026 9h ago

Job description

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერილობა სამეურნეო ინფრასტრუქტურის ზედამხედველი პასუხისმგებელია შენობის ყველა საინჟინრო, ტექნიკური და ინფრასტრუქტურული სისტემის გამართულ, უსაფრთხო და უწყვეტ ფუნქციონირებაზე, ტექნიკური რისკების მართვაზე, მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფასა და ტექნიკური პერსონალის ეფექტიან კოორდინაციაზე. ლისის სათაო ოფისის ტექნიკური მხარდაჭერა მომსახურე კომპანიის ან შიდა რესურსი გამოყენებით; შენობის საერთო ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი. დასუფთავების კონტროლი; შენობის ყველა საინჟინრო სისტემის უწყვეტი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა წყალმომარაგების, კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემების ტექნიკური ზედამხედველობა; ლიფტების, ესკალატორების და სხვა ვერტიკალური ტრანსპორტირების სისტემების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი; სახანძრო უსაფრთხოების სისტემების (დეტექტორები, სპრინკლერები, სახანძრო პანელები) გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; BMS (Building Management System) სისტემის მონიტორინგი და მართვა; სამუშაო გარემოში გამოვლენილი შეუსაბამობების დროული აღმოფხვრა და რეაგირება: წყლის გაჟონვა/დინება, ზედმეტი მტვერი, არასათანადო ტემპერატურული რეჟიმი. შესაბამისი პროგრამულ პლატფორმის (Jira) მეშვეობით დაფიქსირებული ტექნიკური საკითხების და მოთხოვნების დროული და ეფექტური შესრულება, კომუნალური ხარჯების მონიტორინგი და ანალიზი; კომპანიის მატერიალური აქტივებისა და ნივთების მოვლა-პატრონობაზე ზედამხედველობა, მათი დაზიანების ან დაკარგვის პრევენცია. მოწვეული დღიური მუშების სამუშაო პროცესის სუპერვაიზინგი— დავალებების განაწილება, პროცესის მონიტორინგი და შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასება; ჯგუფის კომპეტენციის ფარგლებში მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარება; სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ფასთა კოტირების ჩატარება/დოკუმენტაციის დაარქივება. კვალიფიკაცია უმაღლესი ტექნიკური განათლება; მუშაობის გამოცდილება შესაბამის სფეროში მინ 5 წელი საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა პროფესიული და ქცევითი უნარები შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; სამუშაოს ეფექტურად დაგეგმვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი; შიდა კლიენტებზე ორიენტირებული დამოკიდებულება და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა; გუნდური მუშაობის, თანამშრომლობისა და ინფორმაციის ეფექტურად გაზიარების უნარი; ცვლილებებისადმი მოქნილი დამოკიდებულება, სიახლეების მიღებისა და ინიციატივის გამოვლენის უნარი; ცოდნის გაზიარებისა და კოლეგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის სურვილი; ანალიტიკური აზროვნება, პრობლემების იდენტიფიცირებისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ძლიერი კომუნიკაციისა და ურთიერთობების მართვის უნარი. დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო: ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268 ანონიმური წერილი ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.