სამეურნეო ნაწილის დამხმარე
Job description
კომპანია „ ნობლექსი “ 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში და წარმოადგენს ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც თბილისში, ქვ. ქართლსა და კახეთში წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელით „აგროსფერო“. „ აგროსფერო “ არის პირველი სერტიფიცირებული ხორბლის სათესლე მასალის მწარმოებელი კომპანია საქართველოში. კომპანიის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: ვებ. გვერდზე: www.agrosphere.ge/about ჩვენი ონლაინ მაღაზია: https://agrosphere.ge Facebook: https://agrosphe.re/facebook Youtube: https://agrosphe.re/youtube ჩვენი კომპანია გთავაზობთ სამეურნეო ნაწილის დამხმარის პოზიციაზე მუშაობას. ძირითადი მოვალეობები: ელექტროდაზიანებების აღმოფხვრა; დანადგარების, საინჟინრო-კომუნიკაციური სისტემების, ელექტროგაყვანილობის, ტუმბოებისა და სხვა მოწყობილობა-დანადგარების ნაწილების შეცვლა და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესრულება; სანტექნიკური სამუშაოების შესრულება და სისტემების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ოფისის ტერიტორიაზე მცირე სარემონტო და სამღებრო სამუშაოების შესრულება; ავეჯის, კარ-ფანჯრების, სახურავისა და შენობა-ნაგებობის სხვა ნაწილების დაზიანებების აღმოფხვრა; ნათურებისა და სანათების შეცვლა; სამეურნეო საწყობის მოვლა, მასალების აღრიცხვა, ასევე სამეურნეო ინვენტარისა და ხელსაწყოების მოვლა-პატრონობა; ეზოს სამეურნეო მიმართულებით მოვლა და მოწესრიგება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საშუალო ან პროფესიული განათლება (ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად); მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ელექტრო და სანტექნიკური სამუშაოების შესრულების პრაქტიკული გამოცდილება; მცირე სარემონტო და სამღებრო სამუშაოების შესრულების უნარი; სხვადასხვა ხელსაწყოსა და ტექნიკური ინვენტარის უსაფრთხოდ გამოყენების ცოდნა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; გუნდში მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა. სამუშაო პირობები: სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი. სამუშაო საათები: 09:00-18:00 სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 155. ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება და ბონუსი დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სამეურნეო ნაწილის დამხმარე“ გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "ნობლექსი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 თვისა. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.