სამეურნეო საქმეთა სპეციალისტი
Job description
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე. ჰიპერმარკეტი ” დომინო “ აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო საქმეთა სპეციალისტის პოზიციაზე დიღმის ფილიალში ფუნქცია-მოვალეობები: სამეურნეო საკითხების/პრობლემების გადაწყვეტა და შესაბამისი ზომების მიღება; დასუფთავების სპეციალისტების მონიტორინგი და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი; ექვემდებარება დარბაზის ადმინისტრატორს და ვალდებულია შეასრულოს მისი მითითებები; ძირითადი მოთხოვნები და პირონული უნარ-ჩვევები: პროფესიული განათალება; მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში მუშაობის; ორგანიზებულობის და პასუხისმგებლობის მაღალი დონე; სამართლიანი მიდგომა გუნდის წევრების მიმართ; პირობები: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 სთ; ხელფასი: 1200 ლარი; ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური/საოჯახო) კვება; FitPass; უფასო ტრანსპორტირება; თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე [email protected] ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/cal2awKb სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით. გისურვებთ წარმატებებს!