სამეურნეო სამსახურის მთავარი სპეციალისტი
Job description
AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე ჩვენ გთავაზობთ: სამუშაო გრაფიკი : კვირაში 5 სამუშაო დღე , 09:00-18:00; ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით ; ჯანმრთელობის დაზღვევა; სამუშაო ადგილი : ქ . რუსთავი; ძირითადი მოვალეობები: კომპანიის სამეურნეო დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი და ანგარიშგების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისათვის; სამეურნეო დეპარტამენტის მიმდინარე პროექტების ანალიზი და ჩართულობა პროეტების განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე; სამეურნეო დეპარტამენტის მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო პროექტებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ინჟინერიის მიმართულებით სასურველია, თუმცა, ასევე , განიხილება დამათავრებელი კურსის სტუდენტიც; მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია ; უნარები და პიროვნული თვისებები: ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტიანი მართვა; გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები; პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ , გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით , ელ - მისამართზე : [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება : სამეურნეო სამსახურის მთავარი სპეციალისტი ან დაგვიკავშირდით : +9955 599 790 186 დავითი . საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად , დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან . მეტი ინფორმაციისათვის გვესტუმრეთ: https://www.autobazroba.com/ https://autopapa.ge/ge/page/about https://m.facebook.com/autopapa.ge/ მოგვწერეთ: [email protected] AUTOPAPA მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას ! გაცნობებთ , რომ ჩვენს ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს თრეიდინგ ინვესთმენთ ქომფანის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით. თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება. თქვენ გაქვთ უფლება: მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ; მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა; გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათალისწინებული სხვა უფლებებით. თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზვანეთ შეტყობინება ელ. ფოსტაზე: [email protected] ან წარმოადგინეთ განცხადება (მის.: საქართველო, ქალაქი რუსთავი, ალექსანდრე ლობჟანიძის ქუჩა, N 17).