სამშენებლო/ადმინისტრაციული სამართლის იურისტი
Job description
"არქიტექტონი" არის არქიტექტურულ-იურიდიული კომპანია, რომელიც საქართველოში მუშაობს სამშენებლო სამართლის, არქიტექტურისა და პროექტირების მიმართულებით. ჩვენი გუნდის სპეციალისტები ამზადებენ სრულყოფილ სანებართვო დოკუმენტაციას, უზრუნველყოფენ შესაბამის სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებთან ურთიერთობას, საჭირო ნებართვების მიღებას და კლიენტების სამართლებრივ წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში. სრული ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე www.architecton.ge ვაკანსიის დასახელება: სამშენებლო/ადმინისტრაციული სამართლის იურისტი მდებარეობა: ვასო გოძიაშვილის ქ. №59 დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: შეთანხმებით (ფიქსირებული + საბონუსე სისტემა) ძირითადი მოვალეობები: ** ადმინისტრაციული და სამშენებლო სამართლის მიმართულებით კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობა; ** კლიენტებთან კომუნიკაცია, კონსულტაციებსა და შეხვედრებში მონაწილეობა; ** განცხადებების, წერილების, მინდობილობებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება; ** ადმინისტრაციული საჩივრებისა და სარჩელების მომზადებაში მონაწილეობა; ** ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმდინარე კომუნიკაცია და საქმისწარმოების კონტროლი; ** ადმინისტრაციულ სხდომებსა და სასამართლო პროცესებში მონაწილეობა. ** კომპანიის არქიტექტურული და სამშენებლო პროექტებისთვის საჭირო იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა; ** ურთიერთობა არქიტექტორთან, კონსტრუქტორთან და პროექტში ჩართულ სხვა მხარეებთან. ** საჯარო რეესტრში, მუნიციპალიტეტებში, მუნიციპალურ ინსპექციაში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში წარსადგენი დოკუმენტების მომზადება; ** მიმდინარე საქმეების კონტროლი და მენეჯმენტი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება; ** სამშენებლო სამართლის, მიწის რეგისტრაციის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის პრაქტიკული ცოდნა; ** განცხადებების, ადმინისტრაციული საჩივრების, სარჩელების, ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადების უნარი; ** ადმინისტრაციულ და სასამართლო საქმეებზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** საოფისე პროგრამების ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** საქმის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და ბოლომდე მიყვანის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ანალიტიკური და პრაქტიკული აზროვნება; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** კლიენტებთან კომუნიკაციისა და შეხვედრების წარმართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სწრაფად სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი; ** კომუნიკაბელურობა; ** შედეგზე ორიენტირებულობა. გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტით მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, ელფოსტის დანიშნულების ველში მიუთითოთ: "სამშენებლო სამართლის იურისტი" განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 აგვისტო