TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სამშენებლო ხარისხის ინჟინერი

სამშენებლო ხარისხის ინჟინერი

ელემენტ ჰოლდინგი თბილისი ქართული
Posted Jul 31, 2026 3 days ago apply by Aug 28, 2026

Job description

„ელემენტ ჰოლდინგი” სამშენებლო სექტორის 10-ზე მეტ წარმატებულ წარმომადგენელს აერთიანებს. შვილობილი კომპანიების რესურსი მოიცავს ინდუსტრიული, ჰიდროტექნიკური თუ სამოქალაქო მშენებლობისთვის საჭირო, როგორც სრულ, ასევე ვიწრო სპეციალიზებულ მიმართულებებს. მათი ნაწილი საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებს. მსგავსი კომპლექსურობით, „ელემენტ ჰოლდინგი” საქართველოში უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქმნის და დარგის წამყვან წარმომადგენლად მიიჩნევა. „ელემენტ ჰოლდინგის” წარმატება ინოვაციურ სამშენებლო მიდგომებსა და თანამედროვე მენეჯმენტ სისტემაზეა დაფუძნებული. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.elementholding.ge „ელემენტ ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ხარისხის ინჟინერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი ძირითადი მოვალეობები: სამშენებლო საინჟინრო საქმიანობაში მიმდინარე სამუშაოების ხარისხის კონტროლი და უზრუნველყოფა პროექტთან და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში; სამუშაოების გამოწვევები და მათი აღმოფხვრის გზები და მეთოდები; პროექტის წარმატებით განსახორციელებლად პროექტში ჩართულ სხვადასხვა მხარეებთან კოორდინაცია; ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების წარმოება; პროექტის მიმდინარეობის დროს რისკების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი გეგმის შემუშავება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამშენებლო სექტორში მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება; უმაღლესი განათლება (სამშენებლო -საიჟინრო კუთხით); სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა; კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS office+ ArchiCAD/AutoCAD). პიროვნული უნარ-ჩვევები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; მოტვირებული; დეტალებზე ორიენტირებულობა; კომუნიკაბელური; გუნდური მუშაობის უნარი; პუნქტუალური; მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო); FitPass; ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; კომფორტულ სამუშაო გარემოს; მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს; სამუშაო პირობები: სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი / 09:00 – 18:00 საათი); ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : [email protected] 2026 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით . სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ ჰოლდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ ჰოლდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით. გისურვებთ წარმატებებს!