TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერი

სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერი

მედეგი სთილ Georgia ქართული
Posted Jul 22, 2026 1 day ago apply by Aug 22, 2026

Job description

კომპანია " მედეგი სთილ " აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. მისამართი: ქვემო ფონიჭალა, ზოოვეტის დასახლება თუ გაქვთ სამშენებლო მასალების გაყიდვების გამოცდილება, კარგად ფლობთ მოლაპარაკებების წარმოების უნარს და ორიენტირებული ხართ შედეგზე, გიწვევთ ჩვენს გუნდში. ძირითადი მოვალეობები: ** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, პოტენციური კლიენტების (სამშენებლო ობიექტები, დეველოპერული კომპანიები და საცალო/საბითუმო სავაჭრო წერტილები) მოძიება და ბაზრის გაფართოება; ** არსებულ კლიენტებთან ეფექტური თანამშრომლობის შენარჩუნება, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქცის შეთავაზება; ** კლიენტებთან საქმიანი შეხვედრების ორგანიზება, კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია და მოლაპარაკებების წარმოება; ** პროდუქციის წარდგენა, კონსულტაციის გაწევა და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება; ** კომერციული შეთავაზებების მომზადება, შეკვეთების გაფორმება და მიწოდების პროცესის კოორდინაცია; ** საჭიროების შემთხვევაში საქართველოს რეგიონებში მივლინება ახალი კლიენტების მოძიებისა და გაყიდვების განვითარების მიზნით; ** შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამშენებლო მასალების გაყიდვების სფეროს მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** სამშენებლო მასალების სპეციფიკისა და პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა; ** გაყიდვებისა და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები; ** MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა. უპირატესობად ჩაითვლება: ** ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა; ** სამშენებლო სექტორში არსებული კონტაქტებისა და პარტნიორთა ბაზის ქონა. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურება - ფიქსირებული ხელფასი + პროცენტი რეალიზაციიდან; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** სტაბილური და მეგობრულ სამუშაო გარემო. თუ მზად ხართ გახდეთ "მედეგი სთილის" გუნდის წევრი, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერი.