---
title: სამშენებლო ობიექტის ზედამხედველი
description: სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის ზედამხედველის პოზიციაზე. ** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ ** ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზ
---

# სამშენებლო ობიექტის ზედამხედველი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-04  
**Apply by:** 2026-10-04

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=750352)

## Job description

სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის ზედამხედველის პოზიციაზე. ** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ ** ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე ასაღები) გაზრდის პერსპექტივით. ფუნქცია-მოვალეობები: ** პროექტების მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა კომპანიის სტრატეგიის შესაბამისად; ** პროექტების ინიცირების, დაგეგმვის, შესრულების, მონიტორინგისა და დახურვის პროცესების სრული მართვა; ** პროექტების მიმდინარეობის მუდმივი მონიტორინგი სახელშეკრულებო კომპონენტებთან მიმართებაში; ** შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი პრევენციული აქტივობების ინიცირება; ** შესრულებული სამუშაოების შესახებ რეგულარული ანგარიშგება მენეჯმენტსა და დამკვეთებთან; ** პროექტების მართვის სტანდარტებისა და პროცედურების შემუშავება/დანერგვა; ** დოკუმენტაციის მართვის სისტემის განვითარება; ** გამოყენებული მასალებისა და ტექნოლოგიური პროცესების შესაბამისობის შეფასება (დოკუმენტაციის, სერტიფიკატებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით); ** ტექნიკური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება: უმაღლესი (სასურველია საინჟინრო, ეკონომიკური ან მართვის მიმართულებით); ** გამოცდილება: სამშენებლო სფეროში მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება; ** სამშენებლო პროცესების, შესაბამისი დოკუმენტაციისა და სამართლებრივი მოთხოვნების სიღრმისეული ცოდნა; ** პროგრამული უნარები: სტანდარტული საოფისე პროგრამები, AutoCAD, MS Project / Project Management Software, Archicad / Revit. შერჩევის ეტაპი: რეზიუმეს გადარჩევა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან; გასაუბრება. ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ (CV) ელფოსტაზე: hrempdev@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - საამშენებლო ობიექტის ზედამხედველი. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის სრული დაცვით და მოთხოვნით.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D+%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%96%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
