სამშენებლო ობიექტის ზედამხედველი
Job description
შპს " ჯევერს ქონსთრაქშენი " აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის ზედამხედველის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: სრული ადგილმდებარეობა: ბათუმი , წმინდა ანდრია პირველწოდებულის III ჩიხი, N3 სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე (ერთ საათიანი შესვენებით), ხოლო შაბათს 10:00-დან 16:00 საათამდე (ერთ საათიანი შესვენებით), კვირაში 6 სამუშაო დღე. ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები: ** სამშენებლო პროცესების ყოველდღიური ზედამხედველობა; ** შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის კონტროლი პროექტთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან; ** კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორების საქმიანობის მონიტორინგი; ** სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლი (QA/QC); ** სამშენებლო სამუშაოების შესრულების მოცულობის კონტროლი; ** დეფექტების (Snag/Punch List) გამოვლენა, აღწირცვა, შესაბამისი აქტების მომზადება და გამოსწორების კონტროლი; ** რეპორტებისა და ფორმების წარმოება. ყოველდღიური/კვირეული პროგრესის ანგარიშების მომზადება; ** პროექტის საერთო და დეტალური გეგმა-გრაფიკის შესაბამისად ვადებისა და შესრულების მონიტორინგი, კონტროლი, შეუსაბამობის რეპორტინგი შესაბამის პირებთან. დამატებითი ფუნქციები: ** პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე უშუალო ზედამხედველის/მენეჯერის მითითებების შესრულება; ** არქიტექტურული, კონსტრუქციული და MEP სამუშაოების კოორდინაცია, ანალიზი და მშენებლობის პროცესში სწორი იმპლემენტაციის მონიტორინგი; ** უსაფრთხოების ნორმებისა და HSE მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი; ** სამშენებლო შეხვედრებში მონაწილეობა, გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია; ** ტესტირებისა და კომისიონინგის პროცესებში მონაწილეობა, შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი; ** ობიექტზე ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და გადაწყვეტის კოორდინაცია; ** დამსაქმებლის და პროექტში ჩართული მესამე პირების გუნდებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა და ინფორმაციის დროული გაცვლა. კვალიფიკაცია/განათლება და უნარ-ჩვევები: ** სამშენებლო პროექტებზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** სამშენებლო ნახაზების წაკითხვისა და ანალიზის უნარი; ** სამშენებლო ნორმებისა და ტექნიკური სტანდარტების ცოდნა; ** ხარისხის კონტროლისა და უსაფრთხოების პროცედურების ცოდნა; ** AutoCAD-ის ცოდნა (BIM/Revit გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დროის მართვის უნარი; ** სასურველია ინგლისური ენის ტექნიკური ცოდნა; ** უმაღლესი განათლება სამშენებლო, სამოქალაქო ან საინჟინრო მიმართულებით გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გთხოვთ რეზიუმე გადმოაგზავნოთ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯევერს ქონსთრაქშენმა" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც. გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "ჯევერს ქონსთრაქშენში" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]