TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სამშენებლო პროექტების მენეჯერი

სამშენებლო პროექტების მენეჯერი

არქი თბილისი ქართული
Posted Jul 21, 2026 16h ago apply by Aug 02, 2026

Job description

კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. „არქი“-ში ვეძებთ სამშენებლო პროექტების მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: სამშენებლო პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა - პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა, სამშენებლო სამუშაოების ვადების განსაზღვრა, სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა და სხვა; ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი; კონტრაქტორების მიერ სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხის და ვადის, შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი; მშენებლობის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან და შესაბამისი პირების კოორდინაცია; გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება და შესაბამისი დადოკუმენტირება; შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება, ხარისხის შეფასება; მშენებლობის პროგრესის შესახებ ანგარიშების მომზადება; სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოების მსვლელობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით; სასურველია მრავალსართულიანი სამშენებლო პროექტების მართვის გამოცდილება; MS Excel და MS Project პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება. თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.