სამშენებლო პროექტების ტექნიკური მენეჯერი
Job description
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" აცხადებს სამშენებლო პროექტების ტექნიკური მენეჯერის ვაკანსიას საცხოვრებელი კორპუსების პროექტების მართვის მიმართულებით. ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პროექტის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესის წარმართვა; ** პროექტის აღსრულების გეგმის და პროცედურების შემუშავება, განახლება და მონიტორინგი; ** პროექტის ბიუჯეტის მართვა; ** ყველა დაგეგმილი ღონისძიების დადგენილ კალენდარულ გრაფიკის ფარგლებში მიმდინარეობის უზრუნველყოფა; ** მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან; ** სატენდერო პროცედურების მართვა/მონიტორინგი; ** დამპროექტებლების (არქიტექტორების, კონსტრუქტორების, ინჟინრების და ა.შ) შესრულებული სამუშაოების მიმოხილვა; ** პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა; ** სამშენებლო პროექტის ზედამხედველობა ** გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება და მართვა; ** საპროექტო ფაზის შესრულებაზე კონტრაქტორებთან ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება; ** პროექტის მიღება - ჩაბარების პროცესის მართვა; ** სხვადასხვა ტიპის ანგარიშგებების (რეპორტების) მომზადება. ძირითადი მოთხოვნები, პიროვნული უნარები: ** უმაღლესი განათლება - სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით; ** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება სამშენებლო კუთხით, მათ შორის პროექტის მენეჯერად მუშაობის ** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ** პროგრამების ცოდნა (Archicad, Autocad) ** პროგრამის ცოდნა (Microsoft Project) ** უცხო ენის ცოდნა სასურველია (ინგლისური) ** პროექტის მართვის ცოდნა და უნარი ** სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი ** პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი ** გუნდის მართვის უნარი ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა. დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.