სამშენებლო პროექტების ტექნიკური ზედამხედველი/კოორდინატორი
Job description
კომპანია " ევრო პანელ ჯგუფი " აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების ტექნიკური ზედამხედველი/კოორდინატორის პოზიციაზე. https://panels.ge/ https://www.facebook.com/europanels.ge სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი. ხელფასი: 1500 ლარიდან გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად + პროექტზე მიბმული საბონუსე სისტება ძირითადი მოვალეობები: ** პროექტების მიხედვით ყოველდღიური რეპორტების წარმოება და ფაქტობრივი მონაცემების დაფიქსირება; ** თანამშრომლების (ხელოსნების) გამოცხადების გრაფიკის კონტროლი; ** შესრულებული სამუშაოების ყოველდღიური აღწერა; ** სამუშაოების გეგმა-გრაფიკთან შესაბამისობის კონტროლი; ** ქვეკონტრაქტორების მოძიება და კომუნიკაცია; ** ხარისხის კონტროლის რეპორტების გაცნობა და შესაბამისი უკუკავშირის მიწოდება; ** მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის მომზადება; ** აზომვითი ნახაზების წარმოება; ** პროექტირების ეტაპზე ჩართულობა; ** ხარჯთაღრიცხვების დამუშავებაში მონაწილეობა; ** არაგეგმიური ტექნიკური საკითხების რეპორტინგი და გამოსავლის შემოთავაზება; ** ობიექტზე არსებული სამუშაოების გაწერილ ვადებში შესრულება; ** ობიექტზე სამუშაო ხარისხის კონტროლი; ** შესრულებული სამუშაოს ყოველთვიური აღწერა და შესაბამისი დოკუმენტების მოწესრიგება; ** ობიექტზე დამატებითი ან გეგმისგან განსხვავებული სამუშაოს შესრულების შემთხვევაში ინფორმირება. სავალდებულო მოთხოვნები: ** გამოცდილება სამშენებლო მიმართულებით მინიმუმ 1 წელი; ** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office, განსაკუთრებით Excel); ** სასურველია 1C-ში მუშაობის გამოცდილება; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** ციფრებთან ეფექტურად მუშაობის უნარი; ** სტრესულ გარემოში სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი. პერსონალური უნარები: ** დისციპლინირებული; ** პასუხისმგებლიანი; ** თანმიმდევრული; ** საქმისადმი ერთგული; ** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებული. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: პროექტების ტექნიკური ზედამხედველი/კოორდინატორი. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. გისურვებთ წარმატებებს!