TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სამშენებლო პროექტის მენეჯერი

სამშენებლო პროექტის მენეჯერი

სამშენებლო კომპანია ემ სი თბილისი ქართული
Posted Jul 28, 2026 6 days ago apply by Aug 25, 2026

Job description

სამშენებლო კომპანია ემ სი აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: სრული. ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ძირითადი მოვალეობები: მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტების სრული პროცესის ზედამხედველობა; სამშენებლო საქმიანობის მიმდინარეობის და შესრულების რეგულარული კონტროლი; კომუნიკაცია პროექტის დაგეგმარებაში ჩართულ პირებთან; სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის დაგეგმარება; სამშენებლო პროექტის ფინანსური კონტროლი; სამშენებლო პროცესების შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი; ბიუჯეტის, ვადების, სტანდარტის და ხარისხი კონტროლი; საპროექტო გეგმების შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში მათში ცვლილების შეტანა; ** პერიოდულად სამშენებლო ობიექტის ვიზიტი, დათვალიერება და შემოწმება; ხელმძღვანელობასთან პროექტის მიმდინარეობის შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (მშენებელ-ინჟინრის სფეროსთან განხრით/ან ბიზნეს ადმინისტრირება); პროექტის მენეჯრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვის უნარი; სამშენებლო სამართლებრივის ნორმების და უსაფრთხოების სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა; სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის ცოდნა; პროგრამების ცოდნა (MS Office, Archicad, Autocad). პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა; შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა; გუნდური მუშაობის უნარი. გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სამშენებლო პროექტის მენეჯერი