სამშენებლო პროექტის მენეჯერი
Job description
სამშენებლო კომპანია შპს „ბრიტანია დეველოპმენტი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. კომპანია გთავაზობთ მუდმივ სამსახურს. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 9:00-18:00სთ კომპანია ოპერირებს თბილისში. შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება შეთანხმებით, დასაქმებულის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინიებით. ხელფასი გაიცემა თვეში ერთელ განსაზღვრულ დღეს. ძირითადი მოვალეობები: კომპანიის პროექტების დაგეგმარების, განხორციელებისა და დასრულების (მიღება-ჩაბარების) პროცესის წარმართვა;თითოეული პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების სრული, დეტალური გეგმა-გრფიკის შემუშავება; ხარჯთაღრიცხის და სრული, დეტალური გეგა-გრფიკის მიხედვით პროექტის ბიუჯეტის შემუშავება/კონტროლი; ობიექტის მენეჯერისთვის პროექტის განხორციელების გეგმის, მეთოდოლოგიისა და პროცედურების შემუშავება, შეთანხმება და დანერგვა; პროექტის ავტორის მიერ შესრულებული სამუშაოების დამუშავება და აღნიშნულის დადარება სახელშეკრულებო პირობებთან და ხარჯთაღრიცხასთან; შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა, მიღება-ჩაბარების (ფორმა 2) მომზადების უზრუნველყოფა და დამკვეთთან შეთანხმება; პროექტის რისკების, რეპორტინგის და პრობლემების მართვა; ქვეკონტრაქტორების და მომწოდებლების შერჩევის ორგანიზება მართვა; პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ნებართვების უზრუნველყოფა; პროექტის საჭიროებისამებრ ურთიერთობა სახელმწიფო და სხვა შესაბამის ორგანოებთან, დამკვეთის წარმომადგენლებთან; თითოეული პროექტის ფარგლებში სამშენებლო მასალების მოთხოვნა/მომარაგების პროცესის მართვა-კონტროლი და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამოსობის კონტროლი; სამშენებლო მასალების გახარჯვის აღრიცხვა-კონტროლი და მარაგების მართვა; თითოეული პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დასახელებებისა და მოცულობების, არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის/თანხვედრის კონტროლი; შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში არსებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დასაბუთებული ინიცირება და კომუნიკაცია დამკვეთთან; პროექტის მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტწარმოება; აუცილებელი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის ან სამშენებლო ინჟინერიაში / არქიტექტურის სფეროში. მინიმუმ 3–4 წლიანი გამოცდილება სამშენებლო პროექტებზე. საპროექტო ნახაზების წაკითხვის და ანალიზის უნარი. სამუშაო მოცულობების (BOQ) დათვლის გამოცდილება. MS Project-ის ცოდნა. Excel-ის კარგი ცოდნა. ინგლისური ენის ცოდნა როგორც საკომუნიკაციო ისე დოკუმენტწარმოებითვის (წერილები, რეპორტები, მიმოწერა ელ.ფოსტის საშუალებით და ა.შ.) „ფიდიკ“-ის ხელშეკრულების ძირითადი პრინციპების ცოდნა აუცილებელი უნარ-ჩვევები: პროექტის დაგეგმარების, ორგანიზების და მართვის უნარი; დროის ეფექტური მართვის უნარი; ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი; სტრესის მართვის უნარი; რამდენიმე პროექტის ერთდროულად და ეფექტურად წარმართვის უნარი; მართვის მოწმობა B კატეგორია დაინტერესებული კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი (ნებისმიერი ფორმით, სახელის, გვარის, ტელეფონის ნომერის და გამოცდილების მითითებით) შემდეგი ელ. ფოსის მისამართზე: [email protected]