TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი

სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი

Georgia ქართული
Posted Jul 21, 2026 16h ago apply by Aug 21, 2026

Job description

სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე. ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: 3000-3500 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად) ** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - შაბათი, 09:00-18:00 ** კვირა დღე - დასვენება ** სამშენებლო სამუშაოების განხორციელება საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად; ** სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი, როგორც ყოველდღიურ ჭრილში, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში; ** პროექტზე დასაქმებული თანამშრომლებისა და ქვეკონტრაქტორების კოორდინაცია. მათთვის სამუშაო გეგმის გაცნობა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა; ** სამშენებლო მასალებისა და ხელსაწყოების მიღება, აღრიცხვა და სწორად გამოყენების კონტროლი; ** შესრულებული სამუშაოს მოცულობის აღრიცხვა, ანალიზი და ანგარიშგება (ყოველდღიური ფორმების შევსება); ** სამუშაოების წარმოებისას სხვა და სხვა აქტების მომზადება (ფარული სამუშაოს აქტი, სამუშაოების წარმოების ჟურნალი და სხვა); ** უსაფრთხოების სპეციალისტის მითითებების შესრულების უზრუნველყოფა. მოთხოვნები: ** სამუშაოთა მწარმოებლად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; ** საპროექტო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის სწორად წაკითხვის უნარი; ** ტექნიკური და სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; ** პრობლემების სწრაფად და ხარისხიანად გადაჭრის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.