---
title: სამუშაოთა მწარმოებელი
description: სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის/პრარაბის პოზიციაზე. ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიურ მარ
---

# სამუშაოთა მწარმოებელი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-08-10  
**Apply by:** 2026-09-10

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=743664)

## Job description

სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის/პრარაბის პოზიციაზე. ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიურ მართვას, კოორდინაციასა და შესრულების კონტროლს. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (ლისი, 112-ის მიმდებარედ) დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-შაბათი) ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ** სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა და კოორდინაცია; ** სამუშაო პროცესის ზედამხედველობა პროექტისა და გრაფიკის შესაბამისად; ** სამშენებლო ბრიგადებისა და ქვეკონტრაქტორების საქმიანობის კოორდინაცია; ** შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ვადების კონტროლი; ** სამშენებლო მასალების მიღების, გამოყენებისა და ხარჯვის მონიტორინგი; ** სამუშაოს შესრულების პროცესში სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების კონტროლი; ** ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ** სამუშაო ჟურნალებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება; ** პროექტის ხელმძღვანელთან, მთავარ ინჟინერთან და ტექნიკურ პერსონალთან ყოველდღიური კოორდინაცია; ** სამუშაო პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური საკითხების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრა; ** ყოველდღიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობების, ბრიგადების შესრულებისა და მასალების ხარჯვის აღრიცხვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამშენებლო მიმართულებით; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5-წლიანი გამოცდილება; ** სამშენებლო ტექნოლოგიებისა და მასალების კარგი ცოდნა; ** სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი; ** სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა; პიროვნული თვისებები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ლიდერული უნარები და გუნდის მართვის შესაძლებლობა; ** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა; ** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; ** საინტერესო და მასშტაბურ სამშენებლო პროექტებზე მუშაობას; ** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: consolevacancy2020@gmail.com . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სამუშაოთა მწარმოებელი". დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%90+%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
