TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სამუშაოთა მწარმოებელი

სამუშაოთა მწარმოებელი

გორგია თბილისი ქართული
Posted Jul 15, 2026 1 day ago apply by Aug 13, 2026

Job description

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი " გორგია " აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე თბილისში. კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას; კვებას; Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: სამშენებლო, სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და მართვა; სამშენებლო ნახაზების მიხედვით მუშაობა და მშენებლობის ხარისხის კონტროლი; სავაჭრო დარბაზის აღჭურვილობის მონტაჟი-დემოტაჟი; ობიექტზე მომუშავე თანამშრომლების მართვა; სამშენებლო სამუშაოების სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და მიმდინარე დანახარჯებთან შედარება; ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშის მომზადება და წარდგენა; სხვა შიდა სამეურნეო საქმეების წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება სამშენებლო-საინჟინრო ან მომიჯნავე დარგის მიმართულებით; მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; ნახაზის წაკითხვის, პროპორციულობისა და პროდუქტის მარკიანობის ცოდნა. საჭირო უნარები: ორგანიზების და მართვის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის მართვის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.