სამზარეულოს დამხმარე
Job description
ახალი კაფე-ბარი აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს დამხმარის პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლიან, შრომისმოყვარე და მოწესრიგებულ თანამშრომელს, რომელიც დაეხმარება მზარეულს ყოველდღიურ სამუშაო პროცესში. სამუშაო პირობები: ** სამუშაო საათები: 11:00-დან 23:00 საათამდე; ** სამუშაო გრაფიკი: საშუალოდ 15 სამუშაო დღე თვეში; ** ანაზღაურება: 50 ლარი ხელზე თითო ნამუშევარ ცვლაში; ** 15 სამუშაო დღის შემთხვევაში თვიური ანაზღაურება შეადგენს 750 ლარს ხელზე. ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქტებისა და ინგრედიენტების წინასწარ მომზადება; ** ბოსტნეულის გასუფთავება, გარეცხვა და დაჭრა; ** მზარეულის დახმარება კერძების მომზადების პროცესში; ** ჭურჭლისა და სამზარეულოს ინვენტარის გარეცხვა; ** სამუშაო ზედაპირებისა და სამზარეულოს მოწესრიგება; ** პროდუქციის მიღებასა და განთავსებაში დახმარება; ** სამზარეულოში სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვა. მოთხოვნები: ** პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა; ** სისუფთავე და მოწესრიგებულობა; ** სწრაფად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სამუშაო გამოცდილება სასურველია, თუმცა სავალდებულო არ არის. სამუშაო ადგილი: მეტეხის აღმართი №14 დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მოკლე ინფორმაცია თქვენ შესახებ ან დაგვიკავშირდით: ტელეფონი: 595 967 849 ელფოსტა: [email protected]