TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სანტექნიკოსი

სანტექნიკოსი

mil-liceum-cadets Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

სტრუქტურული ქვედანაყოფი: სსიპ " კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძის და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის " ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილება თანამდებობა: უზრუნველყოფის ჯგუფის სანტექნიკოსი დაქვემდებარება: ** უშუალო ხელმძღვანელი ** უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი ** პირდაპირი ხელმძღვანელი ** განყოფილების უფროსი ფუნქცია-მოვალეობები: ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები: ** წყალგაყვანილობის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და სანტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემების დროული მოგვარება; ** სამხედრო სკოლაში წყალგაყვანილობისა და წყალასადინარების სისტემის ცოდნა და მისი გამართული მუშაობის კონტროლი; ** ყოველდღიურად აწარმოოს კადეტთა სამხედრო სკოლაში არსებული ყველა ობიექტის გეგმური დათვალიერება და ხელმოწერით დაადასტუროს გამართულობის შესახებ, გაუმართაობის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად; ** დგუშების, წყალგაყვანილობის სისტემებისა და სხვა ობიექტების შემოწმება-რემონტი; ** განაცხადების დროულად წარმოდგენა სათადარიგო ინვენტარისა და ინსტრუმენტების მიღებაზე; ** ყოველდღიურად შეამოწმოს შენობაში არსებული საკანალიზაციო სისტემა; ** უზრუნველყოს უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება. დამატებითი ფუნქციონალური მოვალეობები: უზრუნველყოს განყოფილების უფროსის ცალკეული/სხვა დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება. თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები განათლება ხარისხი (სავალდებულო) საშუალო სასურველია შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დიპლომი ხარისხი (სასურველი) საშუალო-პროფესიული სასურველია შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დიპლომი გამოცდილება: შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება: მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ცოდნა ** სამუშაო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა ** ელექტრო ხელსაწყოების ექსპლუატაციის წესების ცოდნა ** ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის მართვის უსაფრთხოების წესების ცოდნა კომპეტენციები: კომუნიკაცია უნარები: ** კომუნიკაბელურობა ** გამართულად წერისა და მეტყველების უნარი (სტრუქტურული, სტილისტური და გრამატიკული წესების ცოდნა) სხვა უნარები: ** უცხო ენის ცოდნა არ არის სავალდებულო ** კომპიუტერული პროგრამები: ელექტრობრუნვის პროგრამა (E-MOD) ხელფასი: 1417 ლარი საკონტაქტო ინფორმაცია: ** ელ-ფოსტა: [email protected] ** ტელ: მამუკა ოდიკაძე - 577 197066