საოპერაციო ბუღალტრის სტაჟიორი
Job description
"Loyal Partners" არის ციფრული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 150-ზე მეტ პარტნიორს სთავაზობს ფინანსურ, საბუღალტრო და ბიზნეს მხარდაჭერის სერვისებს. კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე, ინოვაციურ მიდგომებსა და გრძელვადიან პარტნიორობაზე. "Loyal Partners" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას, დასაქმების პერსპექტივით, შემდეგ პოზიციაზე: საოპერაციო ბუღალტრის სტაჟიორი . ანაზღაურება: ანაზღაურებადი მდებარეობა: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 ძირითადი მოვალეობები: ** საბანკო ოპერაციების რეგისტრაციასა და დამუშავებაში მონაწილეობა; ** შესყიდვებისა და გაყიდვების საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა; ** საბუღალტრო პროცესებისა და ოპერაციული აღრიცხვის პრაქტიკული შესწავლა მენტორის ხელმძღვანელობით; ** საბაზისო საბუღალტრო პროცესების შესრულებაში მხარდაჭერა; ** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაციისა და მომსახურების პროცესებში ჩართულობა; ** კომპანიის შიდა პროცედურებისა და საბუღალტრო სტანდარტების გაცნობა და დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი; ** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა მომხმარებლის ან მოწინავე მომხმარებლის დონეზე; ** ანალიტიკური აზროვნება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და სწავლის სურვილი; ** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** ACCA-ის სტუდენტის სტატუსი ჩაითვლება დამატებით უპირატესობად. დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] . თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.