საოპერაციო განყოფილების უფროსი
Job description
ს.ს. „გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია“ - საოპერაციო განყოფილების უფროსის პოზიციაზე ეძებს გუნდის ახალ წევრს. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა - ელექტრონული გადახდების ინფრასტრუქტურის, საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიური სერვისების განვითარება, ოპერირება და მხარდაჭერა. კომპანია უზრუნველყოფს ფინანსური ინსტიტუტების, გადახდის მომსახურების პროვაიდერების, სავაჭრო ობიექტების, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და სხვა პარტნიორებისთვის თანამედროვე გადახდის სისტემებთან ინტეგრაციასა და ტრანზაქციების უსაფრთხო, უწყვეტ და მაღალი წარმადობით დამუშავებას. პოზიციის ძირითადი ამოცანები და პასუხისმგებლობებია: საოპერაციო განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია კომპანიის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის ორგანიზებაზე, უწყვეტობის უზრუნველყოფაზე, ოპერაციული რისკების მართვასა და გადახდის სისტემებთან დაკავშირებული პროცესების ეფექტიან ფუნქციონირებაზე. · კომპანიის საოპერაციო პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი; · საბარათე, ელექტრონული და სხვა საგადახდო ტრანზაქციების დამუშავების პროცესების მონიტორინგი, ოპერაციების უწყვეტობისა და მომსახურების დადგენილი SLA-ების უზრუნველყოფა; · საერთაშორისო და ადგილობრივი საგადახდო სისტემების (Visa, Mastercard, American Express, UnionPay და სხვა) მანდატების, წესების, რეგულაციების, ტექნიკური მოთხოვნებისა და ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი, მათი ანალიზი და კომპანიის სისტემებსა და პროცესებში დროული დანერგვის უზრუნველყოფა; · პროექტების ფარგლებში (საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში) ოპერაციული მოთხოვნების განსაზღვრა, პროცესების ანალიზი, ცვლილებების შეფასება, ტესტირებასა და დანერგვაში მონაწილეობა, აგრეთვე ოპერაციული მზაობის უზრუნველყოფა; · საოპერაციო რისკების მართვის პროცესში მონაწილეობა, საოპერაციო რისკების განყოფილებასთან თანამშრომლობა, გამოვლენილი რისკების შემცირების მიზნით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებისა და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების შესრულების უზრუნველყოფა; · ოპერაციული ინციდენტების, კრიტიკული შეფერხებებისა და ავარიული სიტუაციების მართვა, მიზეზების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; · ტრანზაქციებთან დაკავშირებული პრობლემების, დავების, ესკალაციების, გამონაკლისი შემთხვევებისა და კლიენტების მოთხოვნების განხილვის პროცესის ზედამხედველობა; · ოპერაციული მაჩვენებლების (KPI), მომსახურების ხარისხის (SLA), ტრანზაქციების მოცულობების, ხელმისაწვდომობისა და შესრულების შედეგების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება; · ოპერაციული პროცესების, პოლიტიკების, ინსტრუქციებისა და სამუშაო პროცედურების შემუშავება, განახლება და შესრულების კონტროლი; · კომპანიის მარეგულირებელ მოთხოვნებთან, საერთაშორისო სტანდარტებთან, უსაფრთხოების პოლიტიკებთან და საგადახდო სისტემების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; · შიდა და გარე აუდიტებთან თანამშრომლობა, აუდიტორული რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია; · საოპერაციო გუნდის მართვა, თანამშრომელთა ფუნქციების განაწილება, საქმიანობის შეფასება, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია; · სხვა ფუნქციების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია კომპანიის საოპერაციო საქმიანობასთან. განათლება და გამოცდილება: · უმაღლესი განათლება (ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მონათესავე სფეროს მიმართულებით); · აუცილებელია საოპერაციო ან/და საგადახდო მიმართულებით არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება; · აქედან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; · საგადახდო სისტემების რეგულაციების, მანდატებისა და ტექნიკური სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა; · საერთაშორისო საგადახდო სისტემებთან (Visa, Mastercard, American Express, UnionPay) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; · საოპერაციო პროცესების ანალიზისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება; · საოპერაციო რისკების მართვის, შიდა კონტროლისა და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გამოცდილება; · ინგლისური ან/და რუსული ენების სამუშაო დონეზე ფლობა. უნარები: · ანალიტიკური აზროვნების უნარი; · ლიდერული უნარები; · პრიორიტეტების განსაზღვრის და სამუშაოს დელეგირების უნარი; · პრობლემების ანალიზის და გადაჭრის უნარი; · ინფორმაციის სწორად გადაცემის და დეტალებზე ორიენტულობის უნარი; · პუნქტუალურობა, გუნდური მუშაობა, კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, ორგანიზებულობა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ივლისი, 2026 შენიშვნა: წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დამატებითი ინფორმაცია: გაცნობებთ, რომ სს „გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ. სს „გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 777 222 დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.