---
title: საოპერაციო კოორდინატორი/სუპერვაიზერი - აგრო სექტორი
description: საოპერაციო კოორდინატორი / სუპერვაიზერი (აგრო სექტორი) ჩვენი გუნდი ეძებს მოტივირებულ და ორგანიზებულ სპეციალისტს, რომლის მთავარი მოვალეობა იქნება ყოველდღიური პროცესების მართვა და ხარისხის კონტროლი. პირო
---

# საოპერაციო კოორდინატორი/სუპერვაიზერი - აგრო სექტორი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-22  
**Apply by:** 2026-10-22

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=754980)

## Job description

საოპერაციო კოორდინატორი / სუპერვაიზერი (აგრო სექტორი) ჩვენი გუნდი ეძებს მოტივირებულ და ორგანიზებულ სპეციალისტს, რომლის მთავარი მოვალეობა იქნება ყოველდღიური პროცესების მართვა და ხარისხის კონტროლი. პიროვნული კომპეტენციები და უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პრინციპულობა; ** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი; ** გუნდის მართვის უნარი და ლიდერული თვისებები; ** დროს და პრიორიტეტების სწორად განაწილების უნარი; ** მობილურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები; ** ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის უნარი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სუპერვაიზერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება დისტრიბუციის, ლოგისტიკის ან აგრო სექტორში); ** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი; ** MS Office-ის სამუშაო დონეზე ცოდნა; ** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ბაღში დაგეგმილი ყოველდღიური საქმიანობის მართვა, მონიტორინგი და კოორდინაცია. მუშების აღრიცხვა, ფინანსური კონტროლი და ვადების დაცვა; ** შესრულებული სამუშაოების ხარისხის გადამოწმება და ჩაბარება; ** საწყობში პროდუქციის მიღების, გაცემის და ნაშთების აღრიცხვის პროცესის კონტროლი საწყობის მენეჯერთან ერთად. თვის ბოლოს ინვენტარიზაციის ჩატარება (არ არის დიდი ნომენკლატურა); ** საწვავის გაცემის, ხარჯვისა და ნაშთების მკაცრი აღრიცხვა-კონტროლი; ** მიღებული პროდუქციის/მომსახურების ინვოისების და პირველადი დოკუმენტაციის შემოწმება და შენახვა; ** კუთვნილი ინვენტარის/ტექნიკის სწორი ექსპლუატაციის ზედამხედველობა; ** სამუშაო პროცესში არსებული ხარვეზების გამოვლენა, მათი გამომწვევი მიზეზების ანალიზი და გამოსასწორებელი გზების შეთავაზება; ** ავტოპარკის გამართულად მუშაობის მიტორინგი; საჭიროების შემთხვევაში შეკეთების ორგანიზება (სერვისის გამოძახება, ხელოსნებთან კომუნიკაცია, ნაწილების შესყიდვა); ** ბაღში შესრულებული სამუშაოების ყოველკვირეული რეპორტინგი და მონაცემების ასახვა MS Excel-ში; ** ყველა მნიშვნელოვანი სეზონური პროცესის კოორდინაცია და ხარისხის კონტროლი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, არანორმირებული სეზონის მიხედვით. ** სამუშაო ადგილი: თბილისი, მარნეული, თელეთი. ** ანაზღაურება: 2500+ ლარი (განისაზღვრება გასაუბრების საფუძველზე, კანდიდატის გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით) ** კომპანია უზრუნველყოფს: საწვავის ანაზღაურებას ლიმიტის მიხედვით + ავტომობილის მიმდინარე სერვისის (ზეთი/ხუნდები) ხარჯების დაფარვას 500 ლარის ფარგლებში. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV (ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი) შემდეგი ელფოსტის მისამართზე: info@d-ame.ge .

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9D+%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%2F%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%90%E1%83%98%E1%83%96%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98+-+%E1%83%90%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%9D+%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
