TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საოპერაციო მენეჯერი

საოპერაციო მენეჯერი

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია თბილისი hr.ge ქართული
Posted Jun 30, 2026 2 days ago apply by Jul 29, 2026

Job description

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე საოპერაციო დეპარტამენტში. სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5 სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30 ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა: პერსონის მონაცემების პროგრამული ცვლილება/გასწორება; პერსონების პროგრამული რეგისტრაცია და კონტრაქტის გახსნა; სამოგზაურო დაზღვევის პროგრამული გამოწერა/გაცემა; ჯანმრთელობისა და არასიცოცხლის დაზღვევის პოლისების მართვა, კონტრაქტებში ცვლილებების (დამატება, გაუქმება) დაანგარიშება და მონაცემების ასახვა როგორც პროგრამულ სისტემებში, ასევე Excel-ის ბაზებში; ჩარიცხვების პროგრამული ასახვა და თანხების გადანაწილება შესაბამის პოლისსა და კონტრაქტზე; კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება; რას ვითხოვთ: საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას სამომხმარებლო დონეზე (განსაკუთრებით MS Excel); მსგავს პოზიციაზე სასურველ სამუშაო გამოცდილებას; ანალიტიკური აზროვნებას; დეტალებზე ორინტირებულობას; პასუხისმგებლობის გრძნობას; გუნდური მუშაობის უნარს; რას გთავაზობთ: საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს; მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს; ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან; პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად; ჯანმრთელობის დაზღვევას; ულიმიტო სასაუბრო დროს; გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off); კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას; ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/rkx გისურვებთ წარმატებას!