საოპერაციო მენეჯერი
Job description
შემოუერთდი Promethea Voyages-ის გუნდს! Promethea Voyages აცხადებს ვაკანსიას: საოპერაციო მენეჯერი (Incoming Tourism) Promethea Voyages ერთ-ერთი წამყვანი შემომყვანი ტუროპერატორია საქართველოში, რომელიც უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებთან და ქმნის მაღალი ხარისხის სამოგზაურო გამოცდილებას საქართველოში და კავკასიის რეგიონში. ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც შეუძლია ეფექტურად მართოს ჯავშნების პროცესი, იმუშაოს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან და გახდეს ჩვენი პროფესიონალური გუნდის მნიშვნელოვანი წევრი. ძირითადი მოვალეობები გაყიდვების მენეჯერების მიერ დადასტურებული ტურისტული მომსახურებების დაჯავშნა; სასტუმროებთან, სატრანსპორტო კომპანიებთან, გიდებთან, რესტორნებთან და სხვა ადგილობრივ მომწოდებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია; ჯავშნების სრული ციკლის მართვა და მონიტორინგი; ოპერაციული პროცესების კოორდინაცია მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად; მომწოდებლების ინვოისების კონტროლი, გადახდების კოორდინაცია და შესაბამისი ინფორმაციის CRM სისტემაში ატვირთვა; სავიზო მომსახურების პროცესის ორგანიზება; გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა და ოპერატიული მხარდაჭერა. რას ველოდებით კანდიდატისგან უმაღლესი განათლება; ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულო); მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი) სასურველია; Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვის უნარი; მრავალ ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი; გუნდურ გარემოში მუშაობის სურვილი; ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი. რას გთავაზობთ კონკურენტულ, გამოცდილებაზე მორგებულ ფიქსირებულ ანაზღაურებას; კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას; ულიმიტო კორპორატიულ სატელეფონო პაკეტს; პროფესიული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებს საქართველოში და საზღვარგარეთ; საერთაშორისო პარტნიორებთან ყოველდღიური თანამშრომლობის გამოცდილებას; მეგობრულ, პროფესიონალურ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს; სტაბილურ კომპანიაში გრძელვადიანი განვითარების შესაძლებლობას. სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთაველის გამზირი სამუშაო გრაფიკი ორშაბათი – პარასკევი 10:00 – 18:30 შაბათი და კვირა – დასვენების დღეები თუ გსურთ გახდეთ საერთაშორისო ტურისტული პროექტების ნაწილი და იმუშაოთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: [email protected] ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: „ჯავშნებისა და ოპერაციების კოორდინატორი“. განაცხადების განხილვა მოხდება ეტაპობრივად. ინტერვიუზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.