საოპერაციო მენეჯერი
Job description
თუ გაქვს საოპერაციო მიმართულებით გამოცდილება, და მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის "ბლუ უოთერსი"ს გუნდში შენ გეძებთ საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: Blue Waters ვალდებულებები: ** ტექნიკურ დეპარტამენტში ყველა მიმდინარე ბიზნეს-პროცესის იდენტიფიცირება ანალიზი და დეტალური გაწერა (სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შექმნა (SOP)) და აღსრულება ** გუნდის წევრებისთვის გაწერილი პროცესების სწავლება/ონბორდინგი და იმის უზრუნველყოფა, რომ თითოეული თანამშრომელი ასრულებდეს სამუშაოს შესაბამისი სტანდარტით ** პროცესების ეფექტურობის მუდმივი მონიტორინგი, bottlenecks აღმოჩენა და მათი ოპტიმიზაცია. ** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური საოპერაციო გეგმების შემუშავება გუნდისთვის ** შეხვედრების ორგანიზება, დავალებების დელეგირება და შესრულების მონიტორინგი ** Payroll პროცესში ჩართულობა (ბონუსი, KPI დათვლა) ** დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი, მომხმარებლებთან კომუნიკაციის მონიტორინგი ** საოპერაციო საქმიანობისა და ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ყოველთვიური ანალიტიკური რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელთან წარდგენა ** გუნდის მიერ გეგმის შესრულების დინამიკის ჩვენება და გადაცდომების შემთხვევაში Action Plan-ის გაწერა. ** სხვადასხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია და გუნდებთან კოლაბორაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება: 2 წლიანი გამოცდილება საოპერაციო მენეჯმენტის, პროცესების მართვის მიმართულებით ** ბიზნეს პროცესების გაწერის, აღწერის და SOP ების შექმნის გამოცდილება ** ძლიერი ლიდერული თვისებები, დისციპლინირებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და შედეგზე ორიენტირებული მართვის სტილი ** ქართული თავისუფლად; სასურველია ინგლისური/რუსული. ** Excel/Google Sheets, CRM პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ** ანალიტიკური უნარები ძირითადი კომპეტენციები: ** კლიენტზე ორიენტაცია, ემპათია ** კრიტიკული აზროვნება, ნუშების დანახვა ** დისციპლინა და ეთიკა/კონფიდენციალურობა თანამშრომლობისას თავს კომფორტულად რომ გრძნობდე, გთავაზობთ: ** ანაზღაურება: ფიქსირებულს და KPI-ით განსაზღვრული დანამატს ** ჯანმრთელობის დაზღვევას ** კორპორატიულ ნომერს და სატელეფონო ლიმიტს ** კარიერული ზრდის შესაძლებლობას ** შიდა ეფექტურ სასწავლო სისტემებს ** სამუშაო განაკვეთს: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე (1 სთ შესვენება) ** ანაზღაურებად შვებულებას - 24 სამუშაო დღე გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/OperationsManager/ აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.