საოპერაციო რისკების უმცროსი ექსპერტი
Job description
PASHA Bank აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო რისკების უმცროსი ექსპერტის პოზიციაზე ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი, პოზიცია არის დროებითი და გათვალისწინებულია 1-წლიანი ვადით დეპარტამენტი: რისკების მართვის დეპარტამენტი განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 ივლისი, 2026 პაშა ბანკი საქართველო გთავაზობთ მხარდამჭერ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს საერთაშორისო გუნდთან ერთად, კონკურენტულ ანაზღაურებას, მოქნილ სამუშაო პირობებსა და პროფესიული განვითარების უწყვეტ შესაძლებლობებს. აქ დაგხვდებათ საინტერესო გამოწვევები და მხარდაჭერა თამამი გადაწყვეტილებების მიღებისას - კულტურა, რომელიც აფასებს ადამიანებს, შედეგებს და ახალ იდეებს. ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად გამოირჩევიან პასუხისმგებლობით, გუნდურობითა და შედეგზე ორიენტაციით. ჩვენი EVP ეფუძნება სამ პრინციპს - ერთად ვვითარდებით, ვასრულებთ დაპირებებს და ვაკეთებთ მოსალოდნელზე მეტს - ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს კულტურას და წარმატებას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ბანკის სისტემებში მომხმარებელთა წვდომის უფლებების შექმნა, განახლება, მონიტორინგი და კონტროლი; ბანკის ახალი პროდუქტების, პროცესებისა და ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული აუთსორსინგის პროექტების რისკების შეფასება; საოპერაციო ინციდენტების იდენტიფიცირება, რეგისტრაცია, მონიტორინგი და რისკების შემცირების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; საოპერაციო რისკებთან დაკავშირებული ანგარიშგების მომზადება და წარდგენა შესაბამისი მმართველი ორგანოებისთვის (ჰოლდინგი, საქართველოს ეროვნული ბანკი და სხვა); დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული შიდა ნორმატიული დოკუმენტაციის მომზადებასა და განახლებაში მონაწილეობა; დეპარტამენტის მენეჯერის დავალებით სხვადასხვა პროექტებსა და ინიციატივებში ჩართულობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან დაკავშირებულ სფეროში; სამუშაო გამოცდილება: საბანკო სექტორში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება, Front Office, Operations, Customer Service, Credit Administration ან სხვა ბიზნეს მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისური ენის კარგო ცოდნა; ტექნიკური ცოდნა და უნარები: საბანკო პროდუქტების, მომსახურებებისა და ოპერაციული პროცესების ცოდნა; საოპერაციო რისკების მართვის პრინციპების საბაზისო ცოდნა; საბანკო სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (მათ შორის Alta B6 და LMS) ჩაითვლება უპირატესობად; MS Office პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ისა და Word-ის კარგი ცოდნა. საჭირო უნარ-ჩვევები: ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; კარგი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები; დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; განვითარებული ინტერპერსონალური და გუნდური მუშაობის უნარები; ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით. გისურვებთ წარმატებას.