TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საოპერაციო სპეციალისტი

საოპერაციო სპეციალისტი

ფიბი სერვისის ბათუმი ქართული
Posted Jul 15, 2026 1 day ago apply by Aug 13, 2026

Job description

საკონსულტაციო კომპანია ‘’Pb Services’’ აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო სპეციალისტის პოზიციაზე. ვებ-გვერდი : https://pbservices.ge/ სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 18:00 საათამდე ანაზღაურება: ფიქსირებული - 1500 ლარი (NET) სამუშაო ადგილი: ბათუმი ეს ვაკანსია არ მოიაზრებს საოფისე პოზიციას, არამედ სამუშაო დღის უმეტესი ნაწილის კლიენტებთან ერთად ყოფნასა და სხვადასხვა პროცედურების გავლაში მხარდაჭერას.უფრო კონკრეტულად , რეგულარულად ეწვევით ბანკებს, იუსტიციის სახლს, შემოსავლების სამსახურს და სხვა სამთავრობო დაწესებულებებს, რათა კლიენტებს საჭირო პროცესების თითოეულ ეტაპზე დაეხმაროთ. ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ საოპერაციო სპეციალისტს , რომელიც დაეხმარება ჩვენს კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტებს ყოველდღიურ საქმიანობაში. პოზიცია იდეალურია დეტალებზე ორიენტირებული და სწრაფად მოქმედი კანდიდატებისთვის. ძირითადი მოვალეობები : დაეხმარება კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტებს ყოველდღიურ ადმინისტრაციულ საქმიანობაში ფორმების, განაცხადების და სხვადასხვა დოკუმენტების შევსება დოკუმენტების სკანირება, ბეჭდვა, რედაქტირება და მომზადება კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება ტექსტების მარტივი თარგმანი ქართულიდან და/ან ქართულზე (რუსული/ინგლისური) სხვა ამოცანების შესრულება, რომლებიც უზრუნველყოფს სპეციალისტების შეუფერხებელ მუშაობას მოთხოვნები: ყურადღება დეტალებისადმი კარგი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები საბაზისო უნარები დოკუმენტებთან მუშაობაში რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა სწრაფ გარემოში მუშაობის უნარი ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/vno4Onsb