საფასადე სამუშაოების ინჟინერი
Job description
სამშენებლო " ALUMET" აცხადებს ვაკანსიას საფასადე სამუშაოების ინჟინრის პოზიციაზე. შპს „ალუმეტ“-ი წარმატებით ფუნციონირებს 2009 წლიდან და ამ დროის მანძილზე წარმატებით შესრულებული აქვს მრავალი პროექტი. კომპანიის ძირითადი მიმართულებას წარმოადგენს სამშენებლო სექტორიში საფსადე სისტემების მოწყობა, როგორიცაა: ალუმინის და მინის საფასადე სისტემები, ალუმინის და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების, ვენტილირებადი ფასადები, ალუმინის და მინის მოაჯირები. დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ alumet.ge ვებგვერძე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო დღეები: ორშაბათი / შაბათი (შაბათი დღე ნახევარი განაკვეთით, საჭირორების შემთხვევაში) ანაზღაურება: შეთანხმებით 2000 დან 5 000 ლარამდე, გამოცდილების მიხედვით სამუშაოს აღწერა არქიტექტურული და ტექნიკური ნახაზების კითხვა, ანალიზი, დამუშავება. ნახაზების დახაზვა AutoCAD-ში და სპეციალურ პროგრამებში (Orgadata, შეგასწავლით ადგილზე), ასევე AutoCAD - ში; სისტემების, კვანძების ტექნიკური გადაწყვეტა და დაპროექტება (კარ-ფანჯრები და საფასადე სისტემები); ობიექტებისათვის საჭირო დოკუმენტაციის, მათ შორის ობიექტის სამუშაოების მოცულობების უწყისის, საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვის, დასრულებული სამუშაოების უწყისის (ფორმა 2) შედგენაში მონაწილეობის მიღება. პროექტისთვის შესყიდული მასალების რაოდენობის შედარება პროექტისთვის საჭირო მასალების რაოდენობებთან, საწარმოო დავალებების გაცემა საწარმოში (რაც თავის მხრივ არის ჩამოწერის დოკუმენტი); ობიექტზე სამონტაჟო მასალების ნუსხის და რაოდენობების მომზადება. სამუშაო პროცესების ანალიზი და ოპტიმიზაცია უწყვეტ რეჟიმში, მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება საინჟინრო/ტექნიკურ, ან მონათესავე სფეროში; საოფისე პროგრამების ცონდა; (აუცილებელია ექსელის ცოდნა საშუალო დონეზე მაინც) Autocad და Archicad პროგრამების ცოდანა; (სხვა მსგავსი პროგრამების ცოდნა ჩაითველბა უპირატესობად) უცხო ენები (ინგლისური, რუსული) გუნდური მუშაობის უნარი; დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად. დეტალებზე ორიენტირებული; ანალიტიკური აზროვნება; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი; დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე : [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „façade engineer”.