TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საპროცედურო ექთანი

საპროცედურო ექთანი

ჟორდანიას კლინიკა თბილისი ქართული
Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 06, 2026

Job description

ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი " აცხადებს ვაკანსიას ამბულატორიაში, საპროცედურის ექთნის პოზიციაზე. ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბედიას ქ. 33 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 9:00-18:00 განყოფილება: ამბულატორია ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + გამომუშავება პროცედურების მიხედვით ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება; სხვადასხვა პროცედურებში და მანიპულაციებში მონაწილეობა; შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი; ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან; ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/3CY2YFve გისურვებთ წარმატებას!