TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საყოფაცხოვრებო ტექნიკის ტექნიკოსი

საყოფაცხოვრებო ტექნიკის ტექნიკოსი

ბეკო Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

კომპანია " ბეკო " საქართველოს ბაზარზე 26 წელია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 98 სავაჭრო წერტილს. კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე, ინოვაციური ტექნიკა, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და სტრატეგია - "ცვლილება უკეთესობისკენ". კომპანია "ბეკო" აცხადებს ვაკანსიას საყოფაცხოვრებო ტექნიკის ტექნიკოსის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი ანაზღაურება: 1500 ლარი სამუშაო საათები: კვირაში სამი დღე ზოგადი მოთხოვნები: ** პროფესიული და/ან უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით ** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ** მართვის მოწმობა "B" (მექანიკა) ძირითადი მოვალეობები: ** საყოფაცხოვრებო ტექნიკის (სარეცხი მანქანა, მაცივარი, კონდიციონერი და სხვ.) ელექტრო ან მექანიკური დაზიანებების დადგენა და აღმოფხვრა ** ტექნიკური მენეჯერისთვის შესაკეთებელი პროდუქციის და სათადარიგო ნაწილების შესახებ რეპორტის გადაგზავნა წინასწარ განსაზღვრულ ვადებში პიროვნული მახასიათებლები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** გუნდური მუშაობის უნარი დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადააგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . შერჩევა მოხდება ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა/CV), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი მონაცემები დამუშავდება კომპანიის უფლებამოსილი პირების მიერ, დასაქმების მიზნით და ვაკანსიასთან შესაბამისობის დასადგენად. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნეს განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა პოზიციისთვის. მონაცემები ინახება 1 წლის ვადით. თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენს შესახებ არსებული მონაცემების გასწორება, განახლება, დაბლოკვა ან წაშლა ელექტრონული ფოსტით მიმართვის გზით: [email protected] .