საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსი - ბათუმი
Job description
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტში, საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე ბათუმში. ძირითადი მოვალეობები: საკრედიტო ჯგუფის მიერ გაცემული სესხების რაოდენობის და მოცულობის ზრდა, პორტფელის ზრდა და ხარისხის შენარჩუნება; დაქვემდებარებული ჯგუფის მართვა და კოორდინაცია: ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა, გეგმების შესრულების და მუშაობის ხარისხის კონტროლი, ახალი სტანდარტების მიწოდება, დანერგვა, შეფასება და შემდგომი განვითარების დაგეგმვა; საჭიროების შემთხვევაში პირდაპირი მარკეტინგის წარმოების დაგეგმვა და ჯგუფის ხელმძღვანელობა; მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება, ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა; ჯვარედინი გაყიდვები – კომპანიის პროდუქტების სრული სპექტრის შეთავაზება; საკრედიტო ექსპერტთან ერთად მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი; სესხების პერიოდული შერჩევითი მონიტორინგი; რეაგირება ცვლილებებზე კრედიტის მიმდინარეობის პერიოდში, პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაწყვეტის გზების შერჩევა და საკითხის განხილვა შესაბამის კომიტეტზე; პრობლემური სესხის მართვა; საკრედიტო ასისტენტის ონ-ჯობ ტრენინგი და შედეგის შეფასება: გადანაწილება, პრაქტიკის მართვა-კონტროლი, ასისტენტის შეფასება და დეპარტამენტის მენეჯმენტთან რეკომენდაციების წარდგენა. სავალდებულო მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები; სამუშაო გამოცდილება: ბიზნეს დაკრედიტების და გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად. Სავალდებულო Ცოდნა, Უნარები ბიზნეს დაკრედიტების პროდუქტების ცოდნა; დაკრედიტების იურიდიული ასპექტები (სავალდებულო დოკუმენტაცია); ფინანსური ანალიზი (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადების უწყისი); ზოგადი მენეჯმენტის საწყისები; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; გაყიდვების უნარი, დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია; ჯგუფის ეფექტურად მართვის უნარი: მიზნების განსაზღვრის, დელეგირების, კონტროლის, მოტივაციის, სწავლების და შეფასების უნარი; დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი; სამუშაოს დაგეგმვის, დროში განაწილების, მიზნების განსაზღვისა და მიღწევის უნარი; სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება, ინტუიცია; მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი; ლიდერობა, პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, მოქნილობა, ინიციატივა, ენერგიულობა, აქტიურობა; პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, სტრესულ, დაძაბულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი. გელოდებით, მოგვიყევი შენზე! რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 21 ივლისი, 2026.