---
title: სასმელების დისტრიბუციის ხელმძღვანელი
description: სასმელების კომპანია აცხადებს ვაკანსიას სასმელების დისტრიბუციის ხელმძღვანელის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე ანაზღაურება: 7, 000 ლარი (NET) + 1, 000 ლარი KPI
---

# სასმელების დისტრიბუციის ხელმძღვანელი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-10-12  
**Apply by:** 2026-11-12

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=760300)

## Job description

სასმელების კომპანია აცხადებს ვაკანსიას სასმელების დისტრიბუციის ხელმძღვანელის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე ანაზღაურება: 7, 000 ლარი (NET) + 1, 000 ლარი KPI-ზე მიბმული ბონუსი. ძირითადი მოვალეობები: ** ლოგისტიკური პროცესების სრული ციკლის მართვა და კოორდინაცია; ** ლოგისტიკური ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და ოპტიმიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა; ** სავაჭრო ობიექტებისთვის პროდუქციის დროული და შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფა; ** დისტრიბუციასთან დაკავშირებული პროცესების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ** საწყობის ნაშთებისა და სასაქონლო აღრიცხვის კონტროლი; ** პროდუქციის მიღების, დასაწყობების, აღრიცხვის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცესების ორგანიზება და კონტროლი; ** გაუქმებული შეკვეთების მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება; ** პროდუქციისა და ინვენტარის დაბრუნების პროცესის დროული და ზუსტი მართვა; ** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის შეფასება, მოტივირება და სამუშაო დისციპლინისა და დასწრების მონიტორინგი; ** ავტოპარკის მართვა და ტექნიკური გამართულობის კონტროლი; ** ოპერაციულ პროცესებში წარმოქმნილ პრობლემებზე დროული რეაგირება; ** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა, პოზიციასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** დისტრიბუციის სისტემებისა და ქსელების ცოდნა; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული უნარები: ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; ** სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდის მართვისა და თანამშრომლების მოტივირების უნარი; ** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტიანად მართვის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** ფიქსირებულ ანაზღაურებას — 7, 000 ლარს NET; ** დამატებით, KPI მაჩვენებლებზე მიბმულ ბონუსს — 1, 000 ლარამდე; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კვებით უზრუნველყოფას; ** ტრანსპორტირებას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: saguramojobs@gmail.com გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "სასმელების დისტრიბუციის ხელმძღვანელი". წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. თქვენი CV შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნეს ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. CV-ის გამოგზავნით თქვენ ასევე ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ვაკანსიებზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თუ არ ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების ამ მიზნით დამუშავებას, გთხოვთ, ამის შესახებ წერილობით გვაცნობოთ ელფოსტაზე: saguramojobs@gmail.com, მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AB%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
