TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სასმელების წარმოების ოპერატორი

სასმელების წარმოების ოპერატორი

გემოების ლაბორატორია Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

შპს "გემოების ლაბორატორია" , რომელიც მოღვაწეობს ადგილობრივ ბაზარზე და აწარმოებს კონკურენტუნარიან, ხარისხიან, ნატურალურ, გერმანული ნედლეულის ბაზაზე დამზადებულ სიროფებს, აცხადებს ვაკანსიას სასმელების წარმოების ოპერატორის პოზიციაზე. თუ თქვენ არ გიყვართ რუტინული საქმე, ხართ ფიზიკურად აქტიური, უსაზღვროდ პასუხისმგებლიანი, ხართ მუდმივად ძიებაში, გიყვართ სიახლეები და მრავალფეროვანი პროდუქტების წარმოება განიჭებთ სიამოვნებას, თუ თქვენთვის მომხმარებლის კმაყოფილება უპირველესია, მაშინ გელით ჩვენი გუნდის წევრად კომპანიაში, რომელიც მუშაობს ევროპული სტანდარტებითა და კორპორატიული კულტურით. იქ, სადაც პროფესიული განვითარება მარტივია და მხოლოდ მონდომებაა საჭირო. იქ, სადაც შრომა ობიექტურად ფასდება. სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი სამუშაო საათები: 10:00-18:00 ადგილმდებარეობა: თბილისი, ექსპო ჯორჯია ძირითადი მოვალეობები: ** სიროფის და სასმელების მოხარშვა-მომზადებაში დახმარება ** ყველა საჭირო პროცედურის შესრულებაში (საქონლის მიღების, შენახვის, გადამუშავების და ფინალური პროდუქტის გამოშვებით დამთავრებული) დახმარება ** საწყობის და ნედლეულის ინვენტარიზაციის ჩატარებაში დახმარება თვეში ერთხელ; ** აღჭურვილობის რეცხვა, დეზინფექცია, გასუფთავება; ** გეგმით გათვალისწინებული შეკვეთის შესრულება დანიშნულ დროში; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ** სასურველია საწარმოში მუშაობის გამოცდილება პიროვნული თვისებები: ** გუნდურობა ** შრომისმოყვარეობა ** ორგანიზებულობა ** პუნქტუალურობა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა გთხოვთ მოგვაწოდოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: [email protected]