TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი

სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი

Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 06, 2026

Job description

უსაფრთხოების აკადემია აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესების ხელმძღვანელის პოზიციაზე. ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს კოლეჯის სასწავლო პროცესების დაგეგმვას, კოორდინაციას, მონიტორინგსა და განვითარებას, პროფესიული განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, ეროვნული სტანდარტებისა და კოლეჯის შიდა რეგულაციების შესაბამისად. ძირითადი მოვალეობები: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია; სასწავლო განრიგების, კალენდარული გეგმებისა და სასწავლო ცხრილების მომზადების პროცესის მართვა; სასწავლო პროცესის უწყვეტობისა და ხარისხიანი განხორციელების უზრუნველყოფა; პროფესიული მასწავლებლების, პროგრამების ხელმძღვანელებისა და ადმინისტრაციული პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებში; სტუდენტთა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების მართვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების ინიცირება; საწარმოო/სასწავლო პრაქტიკის ორგანიზების პროცესის კოორდინაცია დამსაქმებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით; შეფასების პროცესების დაგეგმვისა და ორგანიზების უზრუნველყოფა; სასწავლო დოკუმენტაციის, ჟურნალების, შეფასებებისა და სხვა აკადემიური ჩანაწერების კონტროლი; სასწავლო პროცესთან დაკავშირებული შიდა რეგულაციების, ინსტრუქციებისა და ადმინისტრაციული დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა; პროფესიული განათლების სფეროში საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და მათი დანერგვის ხელშეწყობა; ავტორიზაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში აქტიური მონაწილეობა; სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი და ანგარიშგების მომზადება; განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებთან (EMIS და სხვა შესაბამისი პლატფორმები) მუშაობა. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995558659611