სასწავლო პროცესის მართვის კოორდინატორი
Job description
" ალტე უნივერსიტეტი " აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის კოორდინატორის პოზიციაზე მედიცინის საერთაშორისო სკოლაში, კლინიკური სწავლების საფეხურზე. ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები: ** აკადემიურ პერსონალთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა აკადემიური კალენდრის დაგეგმვის მიზნით და სასწავლო პროცესის ორგანიზაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა ** სასწავლო და საგამოცდო ცხრილების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა ** სწავლის საფეხურის შესაბამისად, სილაბუსებით განსაზღვრული მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მობილიზების უზრუნველყოფა სასწავლო პროცესის ეფექტიანად განხორციელებისთვის ** სემესტრის განმავლობაში აკადემიურ პერსონალთან ურთიერთობის კოორდინირება აკადემიური კალენდრით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელების პროცესში ** გამოცდებისა და შეფასების პროცესთან დაკავშირებული სტუდენტური აპელაციების განხილვის ორგანიზება და კოორდინირება; აკადემიური მოსწრებისა და შედეგების მონიტორინგის მიზნით, დეკანთან და პროგრამის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, სხვადასხვა სახის ანგარიშის მომზადება ** პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად კურიკულუმის განხორციელების პროცესში წარმოქმნილი ცვლილებების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინირება, რომლებიც ინიცირებულია აკადემიური პერსონალის ან სტუდენტების მიერ ** ადამიანების განვითარების და საქმისწარმოების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სკოლის პერსონალის ადაპტაციისა და ონბორდინგის პროცესში მონაწილეობა ** სტუდენტთა შიდა და გარე მობილობის პროცესში მონაწილეობა ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ჯანდაცვის ან სამედიცინო მიმართულებით) ** საგანმანათლებლო ან/და სამედიცინო სფეროში/კლინიკაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint) ** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობა ** გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** აქტიური, თავაზიანი და ინიციატივიანი ** დროის მართვის უნარი ** მოლაპარაკების წარმოების უნარი ** ანალიტიკური აზროვნება ** გუნდურობა სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N10, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV: [email protected] სათაურში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 3 აგვისტო კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და სამომავლო დასაქმების შესაძლებლობის შეფასების მიზნით. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. ალტე უნივერსიტეტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული პრინციპების დაცვით.