TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სასწრაფო დახმარების ექიმი რეანიმატოლოგი

სასწრაფო დახმარების ექიმი რეანიმატოლოგი

მედ 11 Georgia ქართული
Posted Jul 22, 2026 1 day ago apply by Aug 23, 2026

Job description

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი "მედ-11" არის ერთ-ერთი წამყვანი კერძო სამედიცინო სამსახური საქართველოში, რომელიც მრავალი წელია უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციურ და ოპერატიულ გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას. შპს სასწრაფო სამედიცინო დახმარება "მედ-11" აცხადებს ვაკანსიას ქალაქ თბილისში სასწრაფო დახმარების ექიმი რეანიმატოლოგის პოზიციაზე მოვალეობები: ** კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მართვა: სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების სწრაფი შეფასება, დიაგნოსტიკა და გადაუდებელი რეანიმაციული ღონისძიებების გატარება ადგილზე. ** სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაცია: სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა (ინტუბაცია), ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია (I/V), ჰემოდინამიკის სტაბილიზაცია და ინოტროპული მხარდაჭერა. ** სამედიცინო ტექნიკის მართვა: რეანიმობილის სპეციალური აღჭურვილობის (დეფიბრილიატორი, სუნთქვის აპარატი, ინფუზომატი და სხვ.) ეფექტური გამოყენება. ** პაციენტის ტრანსპორტირება: მძიმე და კრიტიკული პაციენტების უსაფრთხო ტრანსპორტირება/ჰოსპიტალიზაცია მუდმივი მონიტორინგის ქვეშ (მათ შორის, კლინიკიდან კლინიკაში გადაყვანა). ** რეანიმაციული ეკიპაჟის (ექთანი/ასისტენტი, მძღოლი) მუშაობის ეფექტური კოორდინაცია და ხელმძღვანელობა. ** დოკუმენტაციის წარმოება: სამედიცინო ფორმებისა და პაციენტის ბარათის ზუსტი, დროული შევსება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება: უმაღლესი სამედიცინო განათლება (გადაუდებელი მედიცინა / კრიტიკული მედიცინა / ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია) ** სერტიფიკატი: სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში "ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია" ან "კრიტიკული მედიცინა" (დამატებითი უპირატესობა: ბავშვთა რეანიმაციის სერტიფიკატი). ** გამოცდილება: სამუშაო გამოცდილება: რეანიმაციულ განყოფილებაში, ინტენსიურ თერაპიაში ან სასწრაფო დახმარების რეანიმაციულ ეკიპაჟში. ** ენები: რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია საბაზისო კომუნიკაბელურ დონეზე). პიროვნული თვისებები: სტრესულ სიტუაციაში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი. გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდგომ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ რეანიმატოლოგი.