TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სასტუმროს ღამის დიასახლისი

სასტუმროს ღამის დიასახლისი

Gino Seaside, Trademark Collection by Wyndham თბილისი ქართული
Posted Jul 29, 2026 5 days ago apply by Aug 27, 2026

Job description

„ჯინო ჰოლდინგი“ ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორებში. ჰოლდინგის პორტფელი აერთიანებს არაერთ წარმატებულ პროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. კომპანიის პროექტებს შორისაა Gino Aquapark, ველნესი და სპა, სასტუმროები მცხეთასა და რაბათში, თბილისის პირველი რეზორტული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი „თბილისის ბულვარი“, სასტუმრო GINO Seaside, Trademark Collection by Wyndham, ასევე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ცენტრალურ ნაწილში. სასტუმრო Gino Seaside, Trademark Collection by Wyndham აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ღამის დიასახლისის პოზიციაზე. ლოკაცია: თბილისის ზღვა, ბეშენოვას 20 ძირითადი მოვალეობები: სტუმრების მოთხოვნებზე რეაგირება საზოგადოებრივი სივრცეების / სველი წერტილების მოწესრიგება მოთხოვნები: მომსახურების პრინციპების ცოდნა სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა ეფექტური კომუნიკაციის უნარი კომპანია გთავაზობთ: მეგობრულ სამუშაო გარემოს დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას) კვებით უზრუნველყოფას ანაზღაურება 1400 ლარი (სეზონურად) დაინეტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: [email protected] , სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დარეკოთ ნომერზე: +995 599 409 975 თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.