TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სასტუმროს მენეჯერი

სასტუმროს მენეჯერი

nekresi-estate Georgia ქართული
Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Sep 05, 2026

Job description

ნეკრესის მამული არის ეკო მდგრადი მეურნეობა კახეთში, სოფელ შილდაში. იგი აერთიანებს ღვინის წარმოებას, რესტორანს უგემრიელესი ქართული კერძებით და ბუტიკურ სასტუმროს. ჩვენს რესტორანში სტუმრებს საშუალება ეძლევათ დააგემოვნონ პირდაპირ ჩვენი ბაღიდან მოწეული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით მომზადებული უგემრიელესი კერძები. სეზონისთვის ვეძებთ გუნდის ახალ წევრს. ვაკანტური ადგილები გვაქვს შემდგომ პოზიციაზე: სასტუმროს მენეჯერი . აუცილებელი მოთხოვნაა კანდიდატი ცხოვრობდეს კახეთში. ძირითადი საქმიანობა: ** მიმდინარე და სამომავლო ჯავშნების კონტროლი. ** ნომრების გაყიდვების კონტროლი. გაყიდვების გეგმის შედგენა და შეთანხმება გენერალურ მენეჯერთან. ** სახარჯი მასალების კონტროლი და შეკვეთის დროული მიწოდება შესყიდვების წარმომადგენელთან. ** პარტნიორ სამრეცხაოსთან ეფექტური კომუნიკაცია. გასარეცხი და გარეცხილი თეთრეული მიწოდების ციკლის კონტროლი ** სასტუმროში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში ჩართულობა და მათ შესახებ ხელმძღვანელის ან შესაბამისი პირის ინფორმირება. ** F & B დეპარტამენტთან აქტიური კომუნიკაცია ჩვენ გთავაზობთ: ** 9 საათიანი სამუშაო გრაფიკს (1 საათი შესვენება) ** კვირაში 5 სამუშაო დღეს ** ანაზღაურებად ზეგანაკვეთური საათებს ** ფიქსირებულ ანაზღაურებას. ** ტრანსპორტირებას კანდიდატის ფაქტობრივი მისამართიდან გამომდინარე ** ფასდაკლებას კომპანიის სერვისებზე. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected]